რა არის დიაოხი ?

0
დიაოხი (ასევე დაიაენი, ტაოხი) — ქართველ ტომთა ძველაღმოსავლური ტიპის სახელმწიფოებრივი გაერთიანება. სამხრეთით მის საზღვრებში დღევანდელი ქ. არზრუმის მიდამოებიც შედიოდა, ჩრდილოეთით ჯავახეთი ესაზღვრებოდა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით მისი გავლენა შავ ზღვამდე აღწევდა. დიაოხის სამეფო არსებობდა ძვ. წ. XII-VIII საუკუნეებში, მას ასურულ წარწერებში დიაენი, ხოლო ურარტულ წყაროებში დიაოხი ეწოდებოდა. უფრო გვიან ძველი ბერძნები ამ ადგილების მაცხოვრებლებს ტაოხებს ეძახდნენ. ეს სახელი შემორჩა ერთ-ერთ აქაურ ძველ ქართულ პროვინციას - ტაოს. დიაოხის დედაქალაქად იხსენიება ზუა. დიაოხის მეფეებიდან ცნობილია: სიენი - დაახლ. ძვ. წ. 1120 - ძვ. წ. 1100 წწ. ასია - დაახლ. ძვ. წ. 850 - ძვ. წ. 825 წწ. უტუფურსი - დაახლ. ძვ. წ. 810 - ძვ. წ. 770 წწ. სიენი და ასია ებრძოდნენ ასურეთის მეფეებს: ტიგლათფილესერ I-სა და სალმანასარ III-ს, ხოლო უტუფურსი ურარტუს მეფეებს მენუასა და არგიშთი I-ს. ძვ. წ. 755 წლისათვის ურარტუს მიერ დასუსტებული დიაოხი შეიერთა კოლხას სამეფომ.
0