სამედიცინო საშუალებები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს

0
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს პირადი აღჭურვილობის დამცავი საშუალებები გადაეცა - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს "ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესშია ჩართული საერთაშორისო კომპანია “Wondernet Exspress”-მა სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის 2000 ერთეული პერსონალური ბიოლოგიური დაცვის სპეც კომბინიზონი გადასცა. სართაშორისო კომპანიის მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული დახმარება აჭარის რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კოვიდმიმღებ საავადმყოფოს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გადასცა." - წერია უწყების განცხადებაში. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის თქმით მსგავსი დახმარება, კოვიდ მიმღები კლინიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს გარკვეული კატეგორიის სამედიცინო პერსონალისთვის ეკიპირების მიწოდებას, თუმცა მოთხოვნა დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია კერძოს სექტორის ჩართულობა. ჩვენ დიდ მადლობას მოვახსენებთ თითოეულ ორგანიზაციას გაწეული დახმარებისთვის" - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ. შეგახსენებთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში 2020 წლის სექტემბერში ჩაერთო. კლინიკა ერთდროულად 220 პაციენტს ემსახურება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში
0