საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 9 ოქტომბერს, 10:50 საათისთვის განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 78-მდე გაიზარდა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. https://www.radiotavisupleba.ge/a/30885722.html #ახალი_ამბები #twitter