ახალგაზრდა პოეტი - გოჩა ახალაია

Zugdidi Daily

ახალგაზრდა შემოქმედი გოჩა ახალაია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში ცხოვრობს. მას ლექსების წერა სიყვარულმა დააწყებინა, ამ ლექსებში კი სულის სიმშვიდე იპოვა. პოეტი გოჩა ახალაია თავის თავზე საუბრობს : “მე ვარ გოჩა ახალაია, 18 წლის. ვცხოვრობ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში. მიყვარს ჩემი სოფელი, იქ გავიზარდე. ორი წლის ვიყავი, როდესაც მამა გარდამეცვალა, მას შემდეგ რთული იყო იმ წლების გადატანა, რაც უმამოდ გადავიტანე. 11 წელია ვცეკვავ და ცეკვა ძალიან მიყვარს. სკოლა შარშან დავამთავრე, ახლა არსად ვსწავლობ, თუმცა ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და ვეცდები, რომ განვახორციელო. როგორც აღვნიშნე, ლექსების წერა სიყვარულმა დამაწყებინა, დიდმა სიყვარულმა. თუმცა, ეს სიყვარული ტკივილს უფრო წააგავდა, ხოლო პოეზია ამ ტკივილს მიმსუბუქებდა. მე ლექსებში სულის სიმშვიდე ვიპოვე, ხოლო პოეზია სიყვარულის სახით შემიყვარდა. მე მიყვარს ჩემი სამშობლო, თუმცა პატრიოტულ ლექსებს ვერ ვწერ, მაგრამ მის სიყვარულს ვერავინ წამართმევს. მე 18 წლის ბიჭი ვარ, ჩემი მიწა-წყლის ერთგული.” #ზუგდიდი #ურთა #პოეტი #ლექსები #სიყვარული #პოეზია #zugdididaily