ბიზნესმენ ოზთურქს ბრალი ნარკოდანაშაულზე წარუდგინეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს მოქალაქეს, ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს, რომელიც 31 მაისს, ბათუმში სპეცოპერაციითდააკავეს, ბრალი მხოლოდ ნარკოდანაშაულის მუხლით წარუდგინეს. პროკურატურის მიერ დღეს, 2 ივლისს გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიების ფარგლებში ბიზნესმენის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად 7,2159 გრამი კოკაინია ამოღებული.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31879780.html
Source: radiotavisupleba.ge