წარმატებული სპორტსმენებისა და ხელოვანების დაჯილდოვება ბათუმში

Batumi Daily

ბათუმის მერიამ წლის წარმატებული სპორტსმენები და კულტურის დარგში მოღვაწე გამორჩეული ხელოვანები სიგელებით დააჯილდოვა. უწყების ცნობით, პანდემიიდან გამომდინარე დაჯილდოების ცერემონიალი წელს არ გაიმართა, შესაბამისად - გამარჯვებულებს პრიზები დაწესებული რეგულაციების შესაბამისად გადაეცემათ. "ნომინაციაში „წლის სპორტსმენი“ გამარჯვება მოიპოვეს ანა დიასამიძემ და გიორგი თხილაიშვილმა. "წლის მწვრთნელის“ წოდება მიენიჭათ ხათუნა გიორგაძესა და მამუკა მჟავანაძეს, „წლის დებიუტანტები“ გახდნენ ლანა აბაშიძე და გოგა ხმალაძე, ხოლო „წლის ვეტერანი“ - გიორგი ქავთარაძე. „წლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის“ წოდება მიენიჭათ: ეთერ შალამბერიძეს, ბაჩანა აბაშიძეს, ზვიად არძენაძესა და გიორგი ჩიგოგიძეს. ნომინაციის „წლის გუნდი“ გამარჯვებულები გახდნენ: ზურაბ აბრამიშვილი, გიგა ბაინაზიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი ტიელიძე, გივი გიორგაძე, ტარიელ მჟავანაძე, გიგა ტორონჯაძე, გიორგი ახალბედაშვილი, დაჩი ვარშალომიძე, გიორგი ლაპიაშვილი, უჩა მაისურაძე, რატი მსხვილიძე, ალექსი ცხადაია, ნოდარ ანთიძე, დავით ფარტენაძე, დავით კაკულია, გოჩა თურმანიძე, გოგა კახიძე და გივი ზაქარაძე. „ჯილდო სპორტული მიღწევებისათვის“ საცხენოსნო კლუბიდან გიორგი ძინძიბაძესა და გენადი ბოლქვაძეს გადაეცათ, ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდიდან - გოჩა მუხაშავრიას, გენადი ბერიძეს, ანდრეი სლეპცოვს, გიორგი ალიშანიძეს, გიორგი ბათაძეს, ზვიად დუმბაძეს, იოსებ გოგიტიძეს, ლაშა სურმანიძეს, მალხაზ წითელაძეს, ნუგზარ ჯიჯავაძეს, პაატა თევზაძეს, გიორგი ქაშიბაძეს, დავით ხოსრუაშვილსა და გიორგი გოგოლაძეს, ფრენბურთის გუნდიდან - ელიზაბედ ფალავანდიშვილს, ნანა წოწონავასა და მწვრთნელ თამარ ლატარიას, ხოლო სარაგბო კლუბიდან - სანდრო თოდუასა და ლაშა ხმალაძეს. ნომინაციაში „წლის ჟურნალისტები“ გამარჯვება მოიპოვეს: გიორგი მურვანიძემ, ქეთი ბოლქვაძემ, ჯემალ არობელიძემ, ბესო ჩიბურდანიძემ და დარეჯან (მანანა) ძიძიშვილმა. „წლის ხელოვანები“ გახდნენ ნატალია ორაგველიძე და მანუჩარ შერვაშიძე, „რჩეული ხელოვანები“ - ცისანა ანთაძე, მაია ჭყონია და ირინა ტორონჯაძე, ხოლო „წლის დებიუტანტი“ - ბაჩი მიქელაძე. ნომინაცია „დიდოსტატის“ გამარჯვებულები არიან: მარიამ ჯახუტაშვილი, მალხაზ კოჩალიძე, ჯემალ გორგილაძე, ნინო ნიჟარაძე და ოთარ გოგოლიშვილი; „წლის კულტურის მუშაკები“ - ლეილა სურმანიძე, ვაჟა ცისკარიძე, ნანული ზამბახიძე, ლილი ვარშანიძე და სეირან ბაროიანი, ხოლო ნომინაცია „ხელოვანი ბათუმისთვის“ გამარჯვება წილად ხვდა იოსებ ჯორბენაძეს. „წლის კოლექტივის" წოდება მიიღო რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდმა. სპეციალური ჯილდო „აქტიური შემოქმედება" გადაეცათ ბათუმის მუსიკალური ცენტრის ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრსა და ბათუმის თოჯონებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრს." "ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს სპორტულ, თუ შემოქმედებით საქმიანობაში." - წერია ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში