Კოვიდინფიცირების თითქმის 20 ათასი შემთხვევა რუსეთში

Tbilisi Daily

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 19,404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ კი ინფიცირების 1,712,858 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსს 292 ადამიანი ემსხვერპლა. ჯამში პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 29,509 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა