აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში კარანტინის წესები გამკაცრდა

Tbilisi Daily

აზერბაიჯანის რამდენიმე ქალაქში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული კარანტინის წესები გამკაცრდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 14 ივნისის ღამის 12:00 საათიდან 16 ივნისის დილის 6:00 საათამდე რამდენიმე ქალაქში სრული იზოლაცია გამოცხადდა. ეს ქალაქებია: ბაქო, განჯა, სუმგაითი, ლენქორანში, ევლახი, ისმაილი, ქურდამირი და სალიანი. აღნიშნულ რეგიონებში მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების დატოვებას მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში შეძლებს. აზერბაიჯანში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. აზერბაიჯანის მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე სულ „კოვიდ-19“-ის 9 570 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილია 115 პირი.