გორის ხუთ სკოლაში პედაგოგის ვაკანსიაა გამოცხადებული

Gori Daily

გორის მუნიციპალიტეტის ხუთ სკოლაში პედაგოგის ვაკანსიებია გამოცხადებული. კონკურსში მონაწილე მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ჰქონდეს განათლების მიმართულებით მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით); საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია; პედაგოგიური მუშაობის არა ნაკლებ ორწლიანი გამოცდილება. გთავაზობთ სკოლებისა და ვაკანსიების ჩამონათვალს: გორის №5 საჯარო სკოლა - მათემატიკა; გორის №5 საჯარო სკოლა - მათემატიკა; ​გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლა - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ​გორის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-ლიცეუმი - ქართული ენა და ლიტერატურა; ​გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლა - ფიზიკური აღზრდა და სპორტი. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სკოლა #ვაკანსია #შიდაქართლი #გორი #goridaily წყარო: რადიო მოზაიკა