გაერო - აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებს

Tbilisi Daily

აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლის 6 ივლისს დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ გაერო-ს ოფიციალურად აცნობა. გაეროს ინფორმაციით, აშშ-მ ჯანმო-დან გასვლამდე ყველა ფინანსური ვალდებულება უნდა დაფაროს, რაც მას ორგანიზაციის წინაშე 1948 წლის რეზოლუციის პირობებით აქვს აღებული. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან გასვლის შესახებ ოფიციალური შეტყობინება თეთრმა სახლმა კონგრესსაც გაუგზავნა. ცნობისათვის, 7 წელზე მეტია აშშ ჯანმო-ს წევრი ქვეყანაა. დონალდ ტრამპმა ორგანიზაციის დატოვების გადაწყვეტილება მაისში, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან შექმნილი დაძაბულობის ფონზე მიიღო. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯანმო ჩინეთის „მარიონეტობაში“ დაადანაშაულა.