გემი რა არის?
– გემი არ იცი?
– არა, – გაწითლდა დომენიკო.
– რაღას მალაპარაკებდი, - გაიღიმა ლტოლვილმა, – გემი ხის დიდი სახლივითაა, ზღვებზე დაცურავს.ჩანდა
– და… ზღვა რა არის?
– ზღვაც აღარ იცი?ზღვა ბევრი, ძალიან ბევრი, დიდი წყალია.
– აა…
– ეეჰ, დომენიკო, -შეაცქერდა ლტოლვილი, -ნეტაი შენ.
– რატომ?
– რატომ და ეგრე ჯობია.
– როგორ-ეგრე?
– ზღვა და გემი რომ არ იცი, ეგრე.შენ ალბათ, მტერიც არა გყავს. “სამოსელი პირველი”. გურამ დოჩანაშვილი.
P.S.”სამოსელი პირველი”, ალბათ დამეთანხმებით, ერთ -ერთი ჩამაფიქრებელი ნაწარმოები რომლის კითხვისასაც, ტირილი და სიცილი კანონზომიერად ენაცვლება ერთმანეთს იმ იმედით, რომ “დედამიწას სიყვარული ატრიალებს.”