უკაცრავად, მაგრამ ეს რა არის ? | თანამედროვე ხელოვნება

0
ტერმინ "თანამედროვე ხელოვნებაში" თითოეული ადამიანი რაღაც თავის, უნიკალურ განმარტებას დებს, თუმცა, საერთო გავრცელებული აზრით რომ ვიმსჯელოთ, იგი გულისხმობს ხელოვნებას, რომელიც იქმნება 1960 წლიდან დღემდე. ახლა კი ვნახოთ, რით განსხვავდება ეს მიმართულება, სხვა მიმართულების ხელოვნებისაგან. კლასიკური ხელოვნება, ფაუსტის დევიზით ხელმძღვანელობდა: " წამიერად, შენ ხარ ლამაზი, გაგრძელდი, დარჩი !". თუმცა ხელოვნება არ რჩება, არ შეშდება და წინ მიდის ! მხატვრების ფანტაზია იდეურად და იდეოლოგიურად იმდენად იტვირთება რომ სულ უფრო და უფრო გაუგებარი ხდება მათი პირდაპირ აღქმა, დროთა განმავლობაში აუდიტორია სულ უფრო მეტად სვამს კითხვას "რისი თქმა სურდა ხელოვანს ?"
ასე დაიწყო თანამედროვე ხელოვნებამ საკუთარი რეალობის შექმნა, ნამდვილი რეალობის სანაცვლოდ.. დადგა მოდერნის ერა, თუმცა ეს მიმართულებაც კი მოძველდა დროთა განმავლობაში და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე ძველმოდურად გამოიყურებოდა. ახალ ერას დაერქვა ქონთემფორარი არტ (contemporary art), რომელიც ყველა ენაზე გლობალიზაციად ითარგმნება
.
ახლა კი უნდა ვახსენოთ, თანამედროვე ხელოვნების მეტად ცნობილი არტისტები: დემიენ ჰიორსტი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბრიტანული ხელოვნების enfant terrible. მან სტარტი 1990 წელს აიღო, არტ-ჯგუფ Young British Artists-ში. მან მალევე მოიპავა ხულიგანის წოდება როდესაც საგამოფენო სივრცეში ათავსებდა ხელოვნურ ნიანგებს ან ჩონჩხებს სახელწოდებით For the Love of God. ეპატაჟმა საკუთარი თავი გაამართლა, რადგან არტისტის ინსტალაციები და ნამუშევრები საკმაოდ კარგად იყიდება. ერთ-ერთი ეპატაჟური სახე გახლავთ იაპონელი არტისტი იაიოი ქუსამა. იგი 1929 წელს დაიბადა და ძალიან პატარა ასაკიდან ხატავდა ფერად ნახატებს, ამას გარდა, იგი ქმნის საინტერესო ქანდაკებებსა და ინსტალაციებს. იმის მიუხედავად, რომ იგი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობს, მაინც არ კარგავს რეიტინგს და საზოგადოების სიყვარულს. მისი შემოქმედება მილიონობით დოლარად იყიდება.
გერმანელი მხატვარი გერჰარდ რიჰტერი - თანამედროვე მხატვრობის ოსტატია. მისი აბსტრაქტული შემოქმედება თითქოს ტირის. იგი ასევე იღებს შავ-თეთრ, სათავგადასავლო ფოტოებს. რიჰტერი - ერთ-ერთი გაყიდვადი არტისტია, რომელიც უდიდესი პოპულარულობით სარგებლობს.
ყველაზე საინტერესო თანამედროვე ხელოვნებაში არის ის, რომ იგი პოლიფონიურია, არ დადის ერთიან სტანდარტებამდე, თანამედროვე ხელოვნები საკმაოდ კარგად იყენებენ ტექნოლოგიებს, მულტიმედიას.. როგორ მიმართულებასაც არ უნდა ირჩევდნენ არტისტები, მათ მხატვრობაში იგრძნობა დრო და თანამედროვეობა.
0