5 შთამბეჭდავი ადგილი ქუთაისთან ახლოს, რომელთა შესახებ შესაძლოა, არაფერი იცით

0
ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ვიწყებთ განტვრითვაზე ფიქრს, თუმცა ყოველდღიურობა შორს და ხანგრძლივი დროით დასვენების ნებას არ გვაძლევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენთვის ის ადგილები შემოგვეთავაზებინა, რომლებიც ქუთაისთან ახლოსაა. ამ ბლოგში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი მისთვის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ადგილების შესახებ გვიყვება: ცუცხვათის 13-სართულიანი მღვიმე - ტყიბულის მუნიციპალიტეტში მღვიმის პირველი სართული გაუვალი ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი - მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდებარე მდინარეს ჭიშურა ეწოდება. აქვე შეგიძლიათ სოფელ დაბაძველში ჩაის ბიო მეურნეობას ესტუმროთ და დააგემოვნოთ ნამვდილი ქართული ჩაი ან მოაწყოთ ფეხით ლაშქრობა ცხრაჯვარზე, საიდანაც იშლება ხედი მთელს დასავლეთ საქართველოზე , თუ გაგიმართლებთ შავ ზღვასაც დაინახავთ .. რაც უნდა გაითვალისწინოთ: ნაწვიმარზე ან წვიმიან ამინდში თავი შეიკავეთ მღვიმეში ჩასვლისაგან, ჩასასვლელი ბილიკი არ არის კეთილმოწყობილი და უსაფრთხო. მდებარეობა: ტყიბულის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცუცხვათის სამხრეთით, მდ. ჭიშურას ხეობა, 320 მეტრი ზღვის დონიდან. კაცხის სვეტი - ჭიათურის მუნიციპალიტეტში კაცხის სვეტი - , , ღმერთთან განმარტოებისთვის და მარადიულ სიმშვიდეში ყოფნის ადგილია ‘‘ კაცხის სვეტი მდებარეობს იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. ის მიიჩნევა ჭიათურის სიმბოლოდ, რადგან აქ ძირითადად სწორედ ბუნების და ამანიანის ჰარმონიული ურთიერთობის სანახავად მიდიან. სვეტის სიმაღლე დაახლოებით 40 მეტრია , რომელზეც 131 საფეხურიანი კიბის ავლით მოხვდებით, რომელიც თითოეულ მნახველს თითქოს ზეცისკენ მიუძღვება. კიბეზე ასვლას დაახლოებით 20 წუთი სჭირდება. კაცხის სვეტზე მონასტერია, სადაც მკაცრი წესებია. სამწუხაროდ, ქალები არ დაიშვებიან. რაც შეეხება ხედებს, ნამდვილად თვალწარმტაცია. აქ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ უერთდება ხმელეთი ზეცას. კაცხის სვეტის მონახულებასთან ერთად, შეგიძლიათ ეწვიოთ კაცხის მონასტერს, მღვიმევის კლდეში ნაკვეთ მონასტერსა და გაისეირნოთ ცნობილი საბაგიროებით ჭიათურაში. წყალტუბოს , , ალტერნატიული ტური ‘ ‘ წყალტუბო სამკურნალო აბაზანებითა და უნიკალური პარკითაა ცნობილი ჩვენი ბლოგით კი გვინდა ის სხვა მხარიდან დაგანახოთ სანატორიუმების ტური შემოგთავაზოთ, რომელიც როგორც ალტერნატიული ტურიზმი მთელს მსოფლიოში სწრაფად იკიდებს ფეხს. საბჭოთა პერიოდში გერმანელი ტყვეების მიერ აშენებული სანატორიუმები ტურისტებს კვლავ ელოდებიან, ახლა უკვე დამთვალიერებლის ამპლუაში. წყალტუბოში, ასევე გირჩევთ ესტუმროთ პრომეთეს მღვიმეს. გოგირდის აბანოებს , ვანის მუნიციპალიტეტი ვანში ულამაზესი გოგირდის გეიზერები დაგხვდებათ. ამ ულამაზეს ადგილზე, ბევრმა არაფერი იცის. ეს სოფელი დიხაშხოა, ულამაზესი ბუნებით, სამკურნალო გოგირდის გეიზერებით, ბუნებრივი აუზებითა და სამკურნალო თვისებებით. ხანის ჩანჩქერები- ქვევრის ყველის სამშობლო სოფელი ხანი - ულამაზესი სოფელია ბაღდათის მუნიციპალიტეტში, იმერეთის რეგიონში. მას იმერეთის ხევსურეთსაც ეძახიან , აქ დრო არ იძვრის - საფეხმავლო ბილიკი, რომელიც სოფლიდან იწყება და მდინარე ხანის კალაპოტს მიუყვება, ულამაზესია . ხელუხლებელ მწვანეში ჩაფლული ეს ბუნება თავისი ჩანჩქერებით სამუდამოდ ჩაიბეჭდება ნებისმიერი მნახველის მეხსიერებაში. ამ სოფელში არის ცნობილი , , ქვევრის ყველი ‘’, რომელიც პოპულარობით და დიდი ინტერესით სარგებლობს . ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანში წინაპართა გამოცდილილების ნიმუში დღემდე შენარჩუნებულია. მოსახლეობას სოფელში ღვინის ქვევრების გვერდით, მიწაში ყველის ქვევრებიც არის მოთავსებული. სოფლის მოსახლეობამ ყველის ქვევრებში შენახვის ტრადიცია რელიგიურ დღესასწაულს- ყველიერს დაუკავშირა. დასვენება ტურისტულიადგილები
kutaisidaily
0