ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღის დასაწყისშია

Tbilisi Daily

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი საზოგადოებრივ შეკრებებსა და ღონისძიებებზე შეზღუდვების ხელახალი დაწესების რეკომენდაციით გამოდის. როგორც იული ედელშტეინმა განაცხადა, ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღის დასაწყისში იმყოფება. ამის შესახებ Timesofisrael-ი წერს. მინისტრის განმარტებით, აუცილებელია, რომ საჯარო სექტორის თანამშრომლების სულ მცირე 30% დისტანციურ რეჟიმში მუშაობდეს. მისივე თქმით, დამქირავებლებმა თანამშრომლებს სახლიდან მუშაობის უფლება უნდა მისცენ. „რეკომენდაციები არასასიამოვნოა, თუმცა აუცილებელია იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი ავიცილოთ,“- განაცხადა იული ედელშტეინმა. ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით 23 755 ადამიანი დაინფიცირდა, 318 კი გარდაიცვალა.