ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაცვის საშუალებების მარაგებზე ავრცელებს ინფორმაციას

Tbilisi Daily

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებას ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს. სამინისტროს განმარტებით, არსებული მარაგი სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება. ჯანდაცვის უწყების ცნობითვე სამინისტროში კორონავირუსის საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თითოეული დეპარტამენტისა და სსიპ-ის ხელმძღვანელისგან პირადად მოისმინა კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და მიიღო ინფორმაცია მათი საჭიროებების შესახებ. ,,შეხვედრაზე განიხილეს კლინიკების მობილიზების საკითხები, ლოჯისტიკისა და მარაგთან დაკავშირებული თემები. ჯანდაცვის სამინისტროს, ამ ეტაპზე, სამედიცინო დაცვის საშუალებების 3 თვის მარაგი აქვს, რომელიც სამედიცინო სექტორზე ეტაპობრივად გადანაწილდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში. #ჯანდაცვისსამინისტრო #სამედიცინოდაცვა #ეკატერინეტიკარაძე #tbilisidaily