საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა თბილისში დიდი ანგარიშით წააგო მალტის ნაკრებთან

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეცხრე თამაში ჩაატარა და მეცხრედ წააგო. ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მალტის ნაკრებთან დამარცხდა, ანგარიშით 0:4 და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე დაკარგა ჯგუფში ბოლოსწინა - მეხუთე ადგილზე გასვლის შანსი. საქართველოს ნაკრები მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფში გამოდის, დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად. შესარჩევი ციკლის ბოლო შეხვედრას კი 1 დეკემბერს, ისევ თბილისში გამართავს, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. https://www.radiotavisupleba.ge/a/30970539.html #ახალი_ამბები #twitter