გიგა ბოკერია ნიკა მელიას შტაბის დაწვაზე- ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თავისუფლებაზე
Tbilisi Daily
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, “ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმა პირდაპირ ან ირიბადაა წახალისებული ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან”.
ბოკერიას თქმით, ეს არის თავდასხმა მოქალაქეების პოლიტიკურ თავისუფლებაზე.
“ესეც არის გამოვლინება იმ ძალიან სახიფათო ვითარების, რაც ივანიშვილმა შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალადობა პირდაპირ ან ირიბად წახალისებულია ივანიშვილის რეჟიმის მხირდან და არის თავდასხმა არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურაზე ან ერთ შტაბზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებაზე, რომ თვითონ აირჩიონ მთავრობა. ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თავისუფლებაზე. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამ მეთოდებით გაგრძელების შემთხვევაში”,- განაცხადა ბოკერიამ.
ცნობისთვის, გლდანის მესამე მიკრო რაიონში „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანი-ნაძალადევის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო შტაბის ოფისი დარბიეს. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, ნიკა მელიას შტაბის წევრმა, თამარ ზერეკიძემ განაცხადა, შტაბს ესროლეს ქვები და დამსხვრეულია მინები. ასევე, გამოყენებულია ე.წ. მოლოტივს კოქტეილი, რის შედეგადაც ოფისში ცეცხლი გაჩნდა.