Times: ჩინეთი ახალი თაობის ბომბდამშენზე მუშაობს

Headline

ჩინეთის ხელისუფლება ახალი თაობის, სტელსის სისტემით აღჭურვილ, ე.წ. H-20 ტიპის ბომბდამშენ თვითმფრინავზე მუშაობს. როგორც ცნობილია საჰაერო ხომალდი საიდუმლო პროგრამის ფარგლებში მზადდება და მოსალოდნელთან შედარებით, 5 წლით ადრე „აფრინდება ჰაერში“. სტრატეგიული ტიპის ბომბდამშენს ატომური იარაღის გადატანის საშუალება და საწვავის შევსების გარეშე ერთბაშად 8 000 კმ-ზე მეტის დაფარვის უნარი ექნება. თვითმფრინავის სავარაუდო შექმნის თაობაზე პენტაგონში ჯერ კიდევ 2016 წელს შეიწტყვეს, მაგრამ ამერიკის ხელისუფლება 2025 წელზე ადრე არ პროგნოზირებდა აღნიშნული პროექტის დასრულებას. ახალი თაობის სტრატეგიული ხომალდი უკვე ნოემბერში, ე.წ. ჩჟუჰაის საერთაშორისო საჰაერო-კოსმოსურ გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი. როგორც მისი ამერიკული ანალოგები - B-2 და B-21, ჩინური ბომბდამშენიც ზებგერით სიჩქარეს განავითარებს - 1014 კმ/სთ-ში. როგორც მოსალოდნელია, ის აღჭურვილი იქნება სტელსის სისტემით, რაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი ძალებისგან (რადარებისგან) შეუმჩნეველს დატოვებს. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: China’s new H-20 stealth bomber could be ready to fly five years early (05.05.2020), www.thetimes.co.uk #China #technology #military #headline #military #thetimes