ვის ეკუთვნოდა ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის შენობა ძველად?

Batumi Daily

„კასპია -შავი ზღვის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაცია“ – ასე ეწოდებოდა ალფონს როტშილდის კომპანიას, რომელსაც თავდაპირველად ნავთის ბიდონების ქარხანა ჰქონდა ბათუმში, შემდეგ კი კომპანიამ საქმიანობა გააფართოვა და ქარხნის გარდა საკუთარი ნავმისადგომებიც კი ჰქონდა ბათუმის ნავსადგურში. ბარონ როტშილდის სახელი ბათუმის ისტორიას 1880-იან წლებში დაუკავშირდა, როცა ბათუმი, როგორც მსოფლიო რუკაზე მონიშნული ნავსადგური, სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. ბათუმის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო რკინიგზა, რომლითაც ბათუმი თბილისსა და ბაქოს დაუკავშირდებოდა და ბათუმიდან ნავთობის გადაზიდვას კიდევ უფრო მომგებიანს გახდიდა. ბარონ როტშილდს რკინიგზის მნიშვნელობა კარგად ესმოდა, ამიტომაც მან სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 10 ათასი აშშ დოლარით დააფინანსა. მე-19 საუკუნის ბოლოს ალფონს როტშილდმა ბათუმში, ბულვართან ახლოს, სახლის აშენება დაიწყო. სახლი ზღვას და ბულვარს უყურებდა. სამშენებლო მასალა საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, ორსართულიანი სახლი მდიდრულად გამოიყურებოდა და დღემდე ასეა. როტშილდის სახლმა ისტორიის ბევრ განსაცდელს გაუძლო და დღესაც დგას ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ოღონდ მას არა როტშილდის, არამედ ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის სახელით იცნობენ. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #სიახლე #ისტორია #პიროვნება #batumidaily წყარო - entrepreneur #ხელოვნება #ახალიამბები