ვინაიდან მესამე სექტორი ჯერ კიდევ ფიქრობს, ანუ არანაირი ძალადობა გამოყენებული არ იქნა — ტიკარაძე

ByOn.geGeorgia
0
"ვინაიდან მესამე სექტორი ჯერ კიდევ ფიქრობს, ეს იმას მიუთითებს, რომ არანაირი ძალადობა გამოყენებული არ იქნა და არც დაშინება", — ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას, თუ როგორ შეაფასებდა წინასაარჩევნო გარემოს იმ პირობებში, როდესაც მესამე სექტორი ფიქრობს, რომ გამოყენებული იყო ძალადობა, დაშინება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. წინასაარჩევნო გარემო დაძაბულია და არაერთი დაპირისპირება მოხდა, მათ შორის იყო ფიზიკური ანგარიშსწორებაც. პარტიები ძალადობის შემთხვევებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
#News
ByOn.geGeorgia
0