0
გაითვალისწინეთ❗️❗️❗️ დღეს, 22 მაისს, ვაკე-საბურთალოს გზაზე კლდე კვლავ ჩამოიშალა?? საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით თბილისში, ვერეს ხეობაში, გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით არსებულ ახალ გზაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა, რის გამოც ბახტრიონის ქუჩის გადასახვევიდან, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება ორივე სამოძრაო ზოლზე დროებით აიკრძალა. გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ბახტრიონის გვირაბის გავლით, კარტოზიასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის მიმართულებით.
0