გუბაზ სანიკიძე: ზუსტად 6 საათზე გავიგე, რომ სიაში ვიყავი შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ

Tbilisi Daily

''ზუსტად 6 საათზე გავიგე, რომ სიაში ვიყავი, - კობა ნაყოფიამ დამირეკა და მითხრა. შემოიტანეთ სახარება და დავიფიცებ’’, - ასე მოუხდა თავის მართლება გუბაზ სანიკიძეს ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში", „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის წევრობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩასვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა - მიხეილ სააკაშვილმა იგი პარტიულ სიაში, რესპონდენტი ასე პასუხობს: „ის თვლის, ალბათ, რომ მე საჭირო ვარ პარლამენტში“. სანიკიძე ცესკო-ში ხელმოწერილ ანკეტასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გაღიზიანა და აღნიშნა, რომ დეპუტატობასა და პარლამენტში შესვლაზე უარი ერთხელ, სააკაშვილის მმართველობის დროს თქვა. „რაში გინდათ, გამომიჭიროთ? ვთავმდაბლობ, ვიფასებ თავს თუ რა? გამომიჭირეს ახლა რაღაცაში! ვიქნები სიაში? - ვიქნები; არ ვიქნები და - არ ვიქნები. დარჩეს გაკვირვებული, ვინც გაკვირვებული დარჩა’’,-აღნიშნა სანიკიძემ. შეგახსენებთ: გუბაზ სანიკიძე "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიული სიის მე-16 ნომრად დაასახელა, თავად სანიკიძემ კი ამასთან დაკავშირებით ცესკო-ში პროპორციული სიის წარდგენის ბოლო წუთებში, დეპუტატ კობა ნაყოფიასგან სატელეფონო ზარის მეშვეობით შეიტყო.