Politico: Facebook სახელმწიფოს კუთვნილი მედიის მარკირებას მოახდენს

0
სოციალურმა ქსელმა Facebook-მა იმ მედია-საშუალებების „მონიშვნა“ დაიწყო, რომელიც სხვადასხვა მთავრობების პირდაპირი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან. კონტენტის მარკირების წესებში ცვლილებების შეტანის შესახებ კომპანიამ ხუთშაბათს, 4 ივნისს განაცხადა. შესაბამისად, სპეციალური აღნიშვნები გაუკეთდებათ ისეთი მედიის გვერდებს, როგორებიც Russia today, Sputnik, ასევე ჩინური Xinhua news, People’s daily და სხვები არიან. ხოლო ისეთ მედია-საშუალებებს (მაგალითად BBC), რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ დამოუკიდებლად იმართება სპეციალური აღნიშვნები არ გაუკეთდებათ. მარკირებას დაექვემდებარება ასევე ზემოხსენებული მედია-ორგანიზაციების მიერ წარმოებული ნებისმიერი სახის რეკლამა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. წყარო: Facebook slaps labels on state-controlled media amid anger over Trump's posts (04.06.2020), www.politico.com
politics
facebook
security
policy
media
government
headline
0