სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სოფელ პატარა გორში ხიდი, გზა და სახლები დაზიანდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში ხიდი და გზის ნაწილი დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდი სულ ერთი თვის წინ აშენდა და გზაც ახალი დაგებულია.
დიდი რაოდენობით წყალი სანიაღვრე არხებმაც ვერ გაატარა და 20-მდე ოჯახს საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დაეტბორა.
ადგილობრივი ელზა კაპანაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მდინარე კაბალის ერთ-ერთი შენაკადის ადიდების შედეგად მას გაუნადგურდა ავეჯი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა ინვენტარი. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოვარდნილმა წყალმა ერთწლიანი კულტურებიც გაანადგურა. დაზარალებულების თქმით, დახმარებას საჭიროებენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30786818.html
#ახალი_ამბები
#twitter