0
ეს ლამაზი თევზი დისკუსია ისინი უამრავი ფერისანი არიან და გამოირჩევიან განსაკუთრებული ცურვის მანერით დიდ აკვარიუმში ამაზე ლამაზს ვერაფერს ჩასვავთ თუმცა საკმაოდ პრეტენზიულები არიან და კარგად უნდა შეისწავლოთ მათი მოვლა სანამ აკვარიუმის გაკეთებას გადაწყვეტთ ისინი ქვირითს დებენ რაიმე მყარ ზედაპირზე და დედაც და მამაც იცავს და უვლის ქვირითს გამოჩეკვამდე ხოლო გამოჩეკვის შემდეგ ლიფსიტები დედის სეკრეტით იკვებებიან რომელსაც დედა სხეულის თითქმის მთელი ზედაპირიდან გამოყოფს საოცარი სანახავია როგორ წევს დედა დისკუსი ერთ გვერდზე და ასეულობით ლიფსიტა დასტრიალებს და მიირთმევს დედის მიერ გამოყოფილ საკვებს
0