ამირან გამყრელიძის განცხადება პრეპარატ „რემდესივირის" მოწოდებასთან დაკავშირებით
Tbilisi Daily
პრეპარატი „რემდესივირი“ კორონავირუსის ყველა შემთხვევის დროს არ გამოიყენება და არის ამერიკის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს რეკომენდაციები მის გამოყენებასთან დაკავშირებით - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, საქართველომ პრეპარატის მწარმოებელ კომპანია „გილიადს“ ერთი თვის წინ მიმართა, რომ „რემდესივირი“ საქართველოსთვისაც იქნას მოწოდებული.
„ამ წამალს აწარმოებს ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი კომპანია „გილიადი“, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს და გვეხმარება ჰეპატიტის წარმატებულ პროგრამაში. ეს წამალი 2015 წელს, ებოლას ეპიდემიის დროს არის შექმნილი, ანტივირუსული წამალია, რომელზეც ჩინეთში, აშშ-ში, ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობდა კლინიკური კვლევები და აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) გუშინ თუ გუშინწინ მისცა დასტური, რომ „რემდესივირი“ შეიძლება გამოყენებული იქნეს მძიმე შემთხვევებისთვის. საქართველომ უკვე ერთი თვეა რაც „გილიადის“ ხელმძღვანელობას მიმართა, რომ საქართველოსთვის გათვალისწინებული იქნეს წამლის მოწოდება და იმედია, რომ ჩვენ გვექნება,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
#ამირანგამყრელიძე
#კორონავირუსი
#რემდესივირი
#გილიადსი
#tbilisidaily