ჩინეთისა და ირანის ხელისუფლებებთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის საარჩევნო შტაბებზე წარუმატებელი კიბერშეტევები განახორციელეს.
„ახლახანს აღმოვაჩინე ჩინური ჯგუფის მიერ განხორციელებული მიზნობრივი შეტევა ბაიდენის საარჩევნო შტაბის, ხოლო ირანული ჯგუფის მიერ განხორციელებული მიზნობრივი შეტევა ტრამპის საარჩევნო შტაბის მისამართით, ე.წ. ფიშინგის გამოყენებით“, - Twitter-ის საშუალებით განაცხადა კომპანია Google-ის საფრთხეების ანალიზის ჯგუფის წევრმა შეინ ჰანთლიმ.
ბაიდენის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი ინფორმირებულები არიან განხორციელებული შეტევის თაობაზე.
„ჩვენ ვიცით Google-ის მიერ მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, უცხოელმა ჰაკერებმა, საარჩევნო კამპანიის თანამშრომლების პირად ელექტრონულ წერილებში წვდომის მიზნით, წარუმატებელი შეტევა განახორციელეს“, - განაცხადა ბაიდენის შტაბის წარმომადგენელმა.
შეტევის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ასევე ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმაც.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
წყარო: Google says foreign hackers targeted emails of Trump and Biden campaign staffers, (04.06.2020), www.theverge.com
cyber
attack
hacking
Iran
China
USA
Biden
Trump
headline