კორონავირუსით დღეს მე-4 პაციენტი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ აისახა ოფიციალურ საიტზე STOP.COV.Ge-ზე. 20-28 სექტემბერს საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 13 პაციენტი. COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა 4 აპრილს დადასტურდა. აპრილსა და მაისში 6-6 ლეტალური შედეგი იყო. მას შემდეგ, ერთ თვეში გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში ფიქსირდება, ინფიცირების შემთხვევების მკვეთრად მატებასთან ერთად. https://www.radiotavisupleba.ge/a/30862557.html #ახალი_ამბები #twitter