ვენესუელა ჩამოიშალა - შეიქმნება თუ არა საწვავზე კრიზისი
Tbilisi Daily
ვენესუელაში, რომელიც ნედლი ნავთობის მარაგებით მსოფლიოში ლიდერია, შავი ოქროს მოპოვება ბოლო 75 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. სიტუაციას აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციებიც ართულებს.
ნავთობმომპოვებელმა სახელმწიფო კომპანიამ Petroleos de Venezuela SA (PDVSA) ნედლეულის მოპოვების ლიმიტი დღეში 347 ათას ტონამდე შეამცირა. ასეთი რამ 1945 წლის შემდეგ პირველად მოხდა.
ქვეყანაში გადავსებულია ყველა ნავთობსაცავი და თითქმის ყველა ჭაბუღილი გაჩერებულია.
მაისში ვენესუელიდან ნედლი ნავთობის ექსპორტი 56% შემცირდა და გაცილებით დაბალი იყო. ვიდრე 1947 წელს. ამ პრობლემებმა ქვეყნის ნავთობის ბაზარი დაანგრია.
საწვავი ნავთობი ვენესუელა
tbilisidaily