როდესაც წავალ ამ ქვეყნიდან, მასთან მართალი წარვსდგები...

4
გენიალური მსახიობი კახი კავსაძე- ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის… ხალხს უთქვამს, წუთისოფელი წუთისააო – ბრძენია ხალხი.”
“რა მეშველება?! რა მეშველება?!” – ერთთავად ვიმეორებდი მძიმე დღეებში. – კახი, რა გაქვს სადარდებელი?!.. რამდენი წელი იცხოვრეთ ერთად? ოცდახუთი, არა? – მკითხა მერაბ კოკოჩაშვილმა, ამით ჩემს ნუგეშისცემას შეეცადა. – დიახ, – შევხედე გაკვირვებით. – მერე, კახი? ადამიანები ისე მიდიან ამქვეყნიდან, ერთი დღეც არ გაუხარიათ, შენ კი 25 წელი იცხოვრე ბედნიერმა!.. ვერაფერი ვუპასუხე. მართლაც, მეოთხედი საუკუნე გავატარე, როგორც უბედნიერესმა კაცმა, სიყვარულსა და სრულ ჰარმონიაში... “ბელასთვის არც სიცოცხლეში და არც გარდაცვალების მერე არ მიღალატია..”. “ბედნიერი ვარ, რომ მისი სულის წინაშე გული მართალი მაქვს. როდესაც წავალ ამ ქვეყნიდან, მასთან მართალი წარვსდგები”
4