არჩილ თალაკვაძე სააკაშვილზე: ჩამოვიდეს, არ არის პრობლემა - მას რეფორმირებული მართლმსაჯულება ელოდება

Tbilisi Daily

ჩამოვიდეს, არ არის პრობლემა. პირველ რიგში, მას რეფორმირებული მართლმსაჯულება ელოდება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „ჩამოვიდეს, არ არის პრობლემა. პირველ რიგში, სააკაშვილის რეფორმირებული მართლმსაჯულება ელოდება, შემდეგ კი პოლიტიკური პროცესი. მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი მისი თანამებრძოლიც სააკაშვილზე ძალიან გაბრაზებულია“, - განაცხადა თალაკვაძემ . საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს. „ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.