"შეზღუდვები იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.."
Sokhumi Daily
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის, თამაზ წახნაკიას ინფორმაციით, აფხაზეთში კორონავირუსისგან დასაცავად შეზღუდვები 24 ნოემბრის შემდეგაც გაგრძელდება.
"ჩვენ არ გავაუქმებთ შეზღუდვებს. ისინი გაგრძელდება, რადგან წინ გრიპის სეზონია. მიღებული ზომები, რომლებიც დღემდე მოქმედებს ასევე ეფექტური იქნება გრიპის პრევენციის თვალსაზრისითაც." - აღნიშნა მან.
დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, "საბოლოო გადაწყვეტილებას კორონავირუსის ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის საკოორდინაციო შტაბი მიიღებს" და განსახილველად დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას გადაეცემა.
”...თუმცა, ვფიქრობ, შეზღუდვები მომავალი წლის იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება." - დაამატა წახნაკიამ.
ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის გამო, 15 ოქტომბერს ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებითი შემაკავებელი ზომები შემოიღეს. აიკრძალა ქორწილები, მასობრივი თუ სპორტული ღონისძიებები, თეატრები და საკონცერტო დარბაზების ფუნქციონირება.
ე.წ "ოპერატიული შტაბის" მონაცემებით, 20 ნოემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 5312-ს აღწევს. გამოჯანმრთელდა 3611, ხოლო გარდაიცვალა 68 ადამიანი.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა