კავშირი 5G მობილურ ინტერნეტსა და COVID-19-ს შორის

0
„იდეა, რომ 5G თქვენს იმუნურ სისტემას აზიანებს, კრიტიკას ვერ უძლებს“, - აცხადებს პროფესორი კლარკი. მისი განმარტებით, ადამიანის იმუნური სისტემის დასუსტება ძალიან ბევრ რამეს შეუძლია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს გადაღლა ან კვების არასწორი რეჟიმი. ამას, შესაძლოა, დრამატული შედეგი სულაც არ მოჰყვეს, მაგრამ ვირუსებით უფრო ადვილად დაინფიცირდეთ. მეცნიერის განმარტებით, ძალიან ძლიერ რადიოტალღებს ნამდვილად შეუძლია ორგანიზმი გაახუროს, მაგრამ 5G ნამდვილად არ არის იმ სიძლიერის, რომ ადამიანის სხეულში რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის გამომწვევი სიმხურვალე წარმოქმნას. „რადიოტალღებს თქვენი ფიზიოლოგიის დარღვევა შეუძლია, რადგან ისინი თქვენ გახურებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს იმუნურ სისტემას ფუნქციონირება არ შეუძლია. მაგრამ 5G-ის რადიოტალღები იმდენად მცირეა და არ არის საიმისოდ ძლიერი, რომ თქვენს იმუნურ სისტემაზე გავლენა იქონიოს. ამაზე ძალიან ბევრი კვლევა არსებობს“, - აცხადებს კლარკი. 5G-ისა და სხვა მობილური ტელეფონის ტექნოლოგიაში გამოყენებული რადიოტალღები ელექტრომაგნიტური სპექტრის დაბალ სიხშირეს განეკუთვნებიან. ისინი გაცილებით სუსტია, ვიდრე ხილული შუქი, ამიტომაც მათ უჯრედების დაზიანება არ შეუძლიათ იმ მაღალი სპექტრის გამოსხივებისგან განსხვავებით, რომელსაც მზის სხივები და სამედიცინო რენტგენი შეიცავს. 5G ტექნოლოგიით ვირუსის გავრცელებაც შეუძლებლად მიაჩნია ბრისტოლის უნივერსიტეტის პედიატრიის პროფესორს ადამ ფინს. "ახლანდელი ეპიდემია გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ერთი ინფიცირებული ადამიანიდან მეორეს გადაეცემა. ჩვენ ვიცით, რომ ეს სიმართლეა. ჩვენ გვაქვს ჩვენს ლაბორატორიაში გამოზრდილი ვირუსიც, რომელიც ამა თუ იმ ავადმყოფობის მქონე პირისგან მივიღეთ. ვირუსები, ელექტრომაგნიტური ტალღები, რომლებიც მობილურ ტელეფონებს ქმნიან და ინტერნეტ-კავშირის ფუნქციონირება სხვადასხვა რამ არის. ისევე განსხვავებული, როგორც ცარცი და ყველი”, - აცხადებს პროფესორი ფინი.
0