WP:რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის აეს-იდან 150 მილიონი დოლარის ტექნიკა გაზიდეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
რუსმა სამხედროებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან, რომელიც მათ უკრაინაში შეჭრის დროს თვეზე მეტი ხნით დაიკავეს, - დაახლოებით 135 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა წაიღეს,- ამის შესახებ The Washington Post იუწყება.
"რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა წაიღეს 690 კომპიუტერი, 344 მანქანა, 1500 დოზიმეტრი, თითქმის ყველა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა და ელექტროსადგურის მუშაობისთვის საჭირო მრავალი შეუცვლელი მოწყობილობა",–განაცხადა ნიკოლაი ბესპალიმ, ელექტროსადგურის ცენტრალური ანალიტიკური ლაბორატორიის დირექტორმა.
"ჩერნობილის აკრძალული ზონის მართვის უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევჰენ კრამარენკომ თქვა, რომ ექსპორტირებული მოწყობილობების ნაწილი აღჭურვილია GPS ტრეკერებით. "ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთი მათგანი [მოწყობილობა] მდებარეობს ბელორუსში, საზღვრის გასწვრივ. მეორე ნაწილი მინსკში, გომელსა და სხვა ქალაქებშია",-აღნიშნავს კრამარენკო.
მანამდე პროექტმა "ბელარუსკი გაიუნ", გამოაქვეყნა მონაცემები რუს სამხედროებზე, რომელიც უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ მოზირიდან, საკურიერო სამსახურის ოფისის საშუალებით 2 აპრილს სახლებში მსხვილმასშტაბიანი ამანათები გაგზავნეს. როგორც გამოძიების ავტორები ამბობენ, ჯარისკაცებმა ერთ დღეში ორ ტონაზე მეტი ნივთები გაგზავნეს.
რუსული მხარე უარყოფს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ძარცვის შემთხვევებს.
რუსულმა ჯარებმა ჩერნობილზე კონტროლი 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მალევე მოიპოვეს, თუმცა ატომური ელექტროსადგურის უკრაინული პერსონალი იქ კვლავ განაგრძობდა ოპერაციების ზედამხედველობას.
30 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა რუსული ჯარების "დაგეგმილი გადაჯგუფება", რათა "დაასრულოს ოპერაცია დონბასის სრული განთავისუფლებისთვის." ამის შემდეგ რუსი სამხედროები კიევისა და ჩერნიგოვის რეგიონებიდან გაიყვანეს.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31880692.html
Source: radiotavisupleba.ge