5 votes
0 comments
0 shares
Save
3 views
Nodo Durmishidze
Tbilisi · 1 year ago

გამარჯობა


Nodo Durmishidze
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
რა ჩვევებს უნდა დავემშვიდობოთ?
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მუდმივად რაღაც იცვლება და ახალი რიტუალები ჩნდება. მეცნიერების განმარტებით, სულ რაღაც 20 წლის წინ რომ გვენახა ადამიანი, რომელიც ქუჩაში მარტო მიდის, ხმამაღლა საუბრობს და ამ ყველაფერს ჟესტებით „აფორმებს“, აუცილებლად გვერდს ავუქცევდით. დღეს უკვე უკაბელო კავშირი საკუთარ ტელეფონთან ჩვეულებრივი მოვლენაა. მიმდინარე პანდემიამ კითხვის ნიშნები არაერთ ჩვევას დაუსვა. მათ შორის არის ხელის ჩამორთმევის კულტურა, რაც მისალმების თანმხლები ქმედება იყო. დღეს უკვე ასე თითქმის აღარავინ იქცევა. შეიძლება ვაცნობიერებთ, რომ ხელის ჩამორთმევა საშიში გახდა, მაგრამ ერთგვარს დისკომფორტს ეს სიტუაცია თითქოს მაინც ქმნის. ინდური სტარტაპი Colive-ი მომხმარებლებს თავიანთი პირველი დამოუკიდებელი საცხოვრებლის პოვნაში ეხმარება. როგორც წესი, აქ საუბარია თანამედროვე ბინებზე, რომელთაც საერთო სამზარეულო და ცალკე ოთახები აქვთ. მსგავს ადგილებში რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს. როგორც წესი, ესენი სტუდენტები არიან. კარანტინის დაწყებისთანავე Colive-ის წარმომადგენლებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დააკლდათ მათ კლიენტებს ყველაზე მეტად. აღმოჩნდა, რომ ეს არის მისალმების დროს ტრადიციული და გულთბილი ხელის ჩამორთმევა და ჩახუტება, რაც მხოლოდ ერთმა სიტყვამ ჩაანაცვლა - "გამარჯობა". ბრიტანულმა საინვესტიციო და სადაზღვევო კომპანია Legal & General– მა მოამზადა მოხსენება (ორი ათასი ადამიანის გამოკითხვის საფუძველზე), რომლის მიხედვითაც კარანტინის გამოცხადების შემდეგ, ადამიანებმა ხარჯები ოთხ მთავარ კატეგორიად დაჰყვეს: საკვები, ალკოჰოლი, ონლაინ-გასართობი და ჰობი. ამ მიმართულებით გამოკითხულმა რესპონდენტებმა 10% - ით მეტის დახარჯვა დაიწყეს, ვიდრე - კარანტინამდე პერიოდში (საშუალოდ 107 ფუნტი კვირაში). Legal & General-ის კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ ზრდასრულებმა ინდივიდუალური სპორტული დატვირთვის (როგორც წესი, აქ საუბარია პარკში სირბილზე) ხანგრძლივობა საშუალოდ 20 წუთით გაზარდეს, ვიდრე ეს კარანტინამდე ხდებოდა. ვიდეოზარებით კომუნიკაციის წილმა კი დღის წესრიგში კვირაში 2 საათზე მეტით მოიმატა. ბრიტანულმა რეგიონულმა გამოცემამ New Post Leader- მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ინტერნეტ-პროვაიდერმა Hyperoptic-მა ჩაატარა. გამოიკითხა 2 ათასამდე ადამიანი და ამის მიხედვით, ბრიტანელებში 50 ყველაზე პოპულარული საკარანტინო საქმიანობის ჩამონათვალი შედგა. პირველი სამი ადგილი სერიალების ყურებამ, ონლაინ-შოპინგმა და ნათესავებთან ვიდეოკონფერენციებმა დაიკავა. 23-ე პოზიციაზე - ზოოპარკში ვირტუალური მოგზაურობა , 27-ე ადგილზე - ფილმების ყურება მეგობრებთან ერთად (თითოეული თავის ბინაში), 49-ე და 50-ე პოზიციაზე კი - სხვისი ქორწილებისა და დაკრძალვების ყურება (კვლევაში მითითებული არ არის, კონკრეტულად როგორ) აღმოჩნდა.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
რა კავშირი აქვს სააკაშვილს გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადებასთან - სკანდალური გამოძიება
უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი – უკრაინული პორტალიპორტალი anonim-info.com აქვეყნებს Новости Украины-ის ჟურნალისტების, ოლეგ დეინეკას და ვალერი ტოვმაჩის სტატიას სათაურით – „უკრაინულ-ქართული „უოთერგეიტი“ ანუ „რეფორმატორის“ შეწირვის რიტუალი“. სტატია ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას საქმეს და მის შესაძლო პოლიტიკურ საქმიანობას ეხება. გთავაზობთ სტატიას უცვლელად: „როდესაც ჩვენ გავაცნობიერეთ იმ ინფორმაციის სისრულე, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში ვიღებდით და ვამუშავებდით, განსაკუთრებით კი ბოლოს განვითარებული მოვლენები, ჩვენ მივხვდით, რომ ეს გამოძიება შეიძლება გასული საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში გამოქვეყნებულ მასალებს დაემსგავსოს, რამაც ააფეთქა აშშ-ს საშინაო პოლიტიკა და რიჩარდ ნიქსონის გადადგომა გამოიწვია. ჩვენს „უოტერგეიტს“ შეუძლია გავლენა იქონიოს როგორც მინიმუმ ორი ურთიერთდაკავშირებული ქვეყნის – უკრაინასა და საქართველოს პოლიტიკაზე, ხოლო როგორც მაქსიმუმ, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცესა და მთელ მსოფლიო პოლიტიკაზეც კი. მიმდინარე წლის 11 თებერვალს, ამ პუბლიკაციის ავტორებს საქართველოდან ორი ადამიანი დაუკავშირდა და სთხოვეს ისეთი სამსახური, რომელმაც გარკვეულწილად გაგვაკვირვა, კერძოდ, პუბლიკაციების სერიის მომზადება, რომლელთა მიზანიც იყო ქართული პოლიტიკის „ახალი ფორმაციის“ ლიდერის, ცნობილი ახალგაზრდა ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მედიის ხაზით პოპულარიზაცია. დიახ, ეს ის გაბუნიაა, რომლის მკვლელობაც ორი დღის წინ აღკვეთეს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა, უკრაინულ სპეცსამსახურებთან ერთად. მანამდე ზუსტად 4 თვით ადრე, ჩვენ შემოგვთავაზეს მონაწილეობა მიგვეღო ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, როგორც „ახალი ტალღის” პოლიტიკური ლიდერის პოპულარიზაციაში არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ რეგიონალური მასშტაბით, ისე რომ, ქართული “ნაციონალური მოძრაობის” ახალი ლიდერის შესახებ რაც შეიძლება მეტი გაიგოს მოლდოვისა და ლიტვის, პოლონეთის, ესტონეთისა და ლატვიის საზოგადოებამ. „ამომავალ ვარსკვლავთან“ დასაკავშირებლად, ჩვენ მოგვიწოდეს გიორგი გაბუნიას პირადი ტელეფონის ნომერი, სადაც გადაიგზავნა წინადადება თანამშრომლობის შესახებ. „გიორგი, მოგესალმებით კოლეგები უკრაინიდან. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“, ხელმძღვანელი ოლეგ დეინიჩკა. გთხოვთ გადმოგვირეკოთ“. თუმცა, გაბუნიასგან არანაირი რეაგირება არ მომხდარა. სამკვირიანი დუმილის შემდეგ, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა გაბუნიასთან მოლაპარაკების პროცესში, შუამავლად, ახალი მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი ქართველი ჟურნალისტი ელისო კილაძე ჩაერთოთ. მისგან პასუხი მეორე დღესვე მოვიდა. კომუნიკაციისთვის, მისი პირადი ტელეფონის ნომერიც მოგვაწოდეს. „მოგესალმებით ქალბატონო ელისო! უკრაინიდან, კიევიდან გაწუხებთ. საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი უკრაინი“, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ახალ უკრაინო-ქართულ მედია პროექტთან დაკავშირებით?“ ე.კ: გამარჯობა! უკაცრავად პასუხის დაგვიანებისთვის ეხლა აღმოვაჩინე ეს გზავნილი. ¤ ¤ .. .. .. ეს ჩემი ნომერია. მასთან დაკავშირებამდე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კარგად შეგვესწავლა მასალები ახალი ქართველი პოლიტიკური ლიდერის პიროვნებასთან დაკავშირებით – ქარიზმატული და მსოფლიოში ცნობილი ექსცენტრიული მიხეილ სააკაშვილის მომავალი ალტერნატივა. აღმოჩნდა, რომ გიორგიი გაბუნია ერთ-ერთი ქართული სატელევიზიო არხის სარეიტინგო თოქ-შოუს წამყვანია, რომელიც ფაქტიურად სააკაშვილს ეკუთვნის, და ეს საქართველოში საიდუმლო არ არის. მომავალმა “ახალი თაობის ლიდერმა” ეროვნული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაც პირდაპირ ეთერში სასტიკი შეურაცხყოფით მიმართა რუსეთის ლიდერს და მის გარდაცვლილ მშობლებს. შეკითხვები, რომლებიც ჩვენ ლოგიკური აზროვნების და არსებული მონაცემების შედარების შედეგად გაგვიჩნდა: ვის ან რატომ უნდა წამოეყენებინა სააკაშვილის ალტერნატივად სკანდალური ტელეწამყვანი, რომლის ქცევაც პირდაპირ ეთერში საეჭვოა ჟურნალისტის პროფესისათვის, ხოლო პატრიარქალური საქართველოსთვის სრულიად შეურაცხმყოფელი? ან საერთოდ რა საჭირო იყო ამ პატარა ქვეყნისთვის ესოდენ დემონსტრაციული და ძლიერი სარეკლამო კამპანიის ჩატარება, რომლის პრეცენდენტიც აქამდე არ ყოფილა, იმისთვის, რომ გაბუნიას სახელი გაეთქვა აღმოსავლეთ ევროპის რიგ ქვეყნებში? მაშინ ეს კითხვები უპასუხოდ დარჩა. COVID 19 პანდემიის გამო, ქართულმა მხარემ შეაჩერა მოლაპარაკებები. მაგრამ ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერის გაპიარების ამბავმა 4 თვის შემდეგ თვითონ შეახსენა ყველას თავი. 15 ივნისს, საქართველოს საპეც. სამსახურებმა განაცხადეს, რომ მათ ხელი შეუშალეს გიორგი გაბუნიის მკვლელობას. ხოლო „მთავარი“არხის დირექტორმა, რომელზეც სკანდალური ტელეწამყვანი მუშაობს, ნიკოლოზ გვარამიამ თქვა, რომ მან მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ სავარაუდო მკვლელის დაპატიმრებამდე სამი კვირით ადრე იცოდა. იცოდა და არ გააფრთხილა კოლეგა და ახლო მეგობარი? იცოდა და არ აცნობა საკუთარი სახელმწიფოს სამართალდამცავ ორგანოებს?! მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ინფორმაციის დამალვა მოახლოებული დანაშაულის შესახებ, კვალიფიცირდება, როგორც სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაული. უფრო მეტიც! ტელეკომპანია „მთვარის“ ოფიციალური განცხადების თანახმად, რომელზედაც მუშაობს გიორგი გაბუნია, სავარაუდო მკვლელობის უკან დგას რამზან კადიროვი, რომელიც ადრე საჯაროდ ემუქრებოდა მას. მაგრამ თუ რუსეთის ხელისუფლება გაანადგურებს ყველა იმ ჟურნალისტის სიცოცხლეს, ვინც აკრიტიკებს პუტინს, მაშინ კადიროვს არც კი ეყოფოდა ”ერთგული ჯარისკაცის” რესურსი, ხოლო დასავლეთი უკვე დიდი ხნის წინ დაკარგავდა თავისი პოლიტიკური კომენტატორებისა და ჟურნალისტების უმეტეს ნაწილს. თუმცა, გაჟღერებული სქემა სიმართლეს წააგავს, მედია-მომგებიანადაც გამოიყურება. ვის, თუ არა კადიროვს შეეძლო ჟურნალისტის სიკვდილის დაკვეთა, რომელმაც პუტინს დედა აგინა. ეს ვირისთვისაც კი გასაგებია! იქიდან გამომდინარე, რომ ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ფაქტების ანალიზს და შედარებას (რომელსაც ვირთან საერთო არაფერი აქვს), იმის სურვილი, რომ არ დავემსგავსოთ წყვილჩლიქოსანს, იბადება, კიდევ ერთი შეკითხვა: ვსთვისაა ყველაზე ხელმოსათბობი სკანდალური ქართველი ჟურნალისტის მკვლელობა? პასუხის გასაცემად, პოლიტიკური პროცესების კონტექსტში ცოტა ჩაღრმავებამ მოგვიწია. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ თავის მთავრობასთან ერთად, ჩვენს საუკუნეებში უპრეცედენტო პანდემიის პირობებში, საქართველოში ინარჩუნებს კორონავირუსისგან სიკვდილიანობის დაბალ მაჩვენებელს… მხოლოდ 14 ადამიანი. იმ დროს, როდესაც მეზობელ სომხეთში, სადაც ერთი მილიონი ადამიანით ნაკლები ცხოვრობს ვიდრე საქართველოში, პანდემიის შედეგად ამ ქვეყნის 300-ზე მეტი მოქალაქე გარდაიცვალა. შესაბამისად, დიდია ”ქართული ოცნების” შანსი, რომ გახდეს საპარლამენტო რბოლის ლიდერი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდებოდა გაბუნიას მკვლელობა (მმართველ რეჟიმთან მიმართებაში ყველაზე რადიკალურად განწყობილი ჟურნალისტი) – ამოცანა გართულდებოდა! უკრაინას ჯერ არ დავიწყებია, თუ რად დაუჯდა კუჩმას ოპოზიციური ჟურნალისტის გონგაძის მკვლელობა! ისევე, როგორც შევარდნაძეს, – ქართველი ჟურნალისტის სანაიას მკვლელობა, რომელმაც, ფაქტიურად, გამოიწვია ე.წ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მმართველობში მოსვლა. გამოდის, რომ რუსეთი, რომლის სამსახურებიც გაბუნიას ლიკვიდაციას აპირებდნენ, ქართულ ოპოზიციას ხელს უწყობდა?! სააკაშვილის არხის საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე სკანდალური ოპოზიციური ჟურნალისტის მკვლელობა ცალსახად გაზრდიდა ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსებს, ხოლო არჩევნების წინა პერიოდში ამ გეგმის განხორციელებას შეიძლება გამოეწვია რიგითი „ვარდების რევოლუცია-2“. როგორ არ გავიხსენოთ სააკაშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი კურჩენკოსთან, სადაც იანუკოვიჩის გუნდის გაქცეული ოლიგარქი თავაზობს სააკაშვილს მისი კრემლთან მჭიდრო კავშირების გამოყენებას? იმისათვის, რომ მაინც გავნსაზღვროთ გიორგი გაბუნიას წარუმატებელი მკვლელობის მთავარი მსურველი, ჩვენ დავბრუნდებით დასწყისში და ვეცდებით შევქმნათ ლოგიკური კავშირი ცნობილ ფაქტებსა და რგოლებს შორის. ამრიგად, ამ წლის თებერვალში, ახალი ამბების სააგენტოს „ნოვოსტი უკრაინის“, რეპორტიორებს საქართველოდან ორი ადამიანი მიმართავს, რომლებიც მოითხოვეთნ გიორგი გაბუნიას პოპულარიზაციას. წამყვანმა, რომელმაც პუტინს თავისი ტოქშოუს პირდაპირ ეთერში აგინა, უნდა გამხდარიყო ქართული ოპოზიციის ახალი ლიდერი, რომელიც ცნობადი იქნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. საერთაშორისო მედია და პოლიტიკური პროექტის კურატორი, როგორც ჩანს, დამოუკიდებელი ჟურნალისტი ელისო კილაძეა, რომელიც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მჭიდრო კავშირებითაა ცნობილი. ზუსტად მაშინ (ოთხი თვის წინ), ანტიტერორისტული სამსახურის ცნობით, სავარაუდო მკვლელი ჩამოდის საქართველოში, რომლის ამოცანაც იყო ოპოზიციის “ამომავალი ლიდერის” ლიკვიდაცია. მის ახლო მეგობარს და უშუალო ხელმძღვანელს, ტელეკომპანია „მთვარის“ ხელმძღვანელ ნიკოლოზ გვარამიას ბრიფინგზე წამოსცდა მისი კოლეგის მოახლოებული მკვლელობის შესახებ საარჩევნო კამპანიის დასაწყისში და რომ იგი ინფორმირებული იყო ამის შესახებ. ხოლო არხის ფაქტობრივი მფლობელი, რომლისაც სრულად ექვემდებარება აღნიშნული მედიის ხელმძღვანელი, არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ცდილობს შურისძიებას ქართულ პოლიტიკაში. უკრაინაში იგივე რეფორმები არ არის დაწესებული რეფორმების ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მიერ! საუბარია მხოლოდ საქართველოში დაბრუნებაზე. იცოდა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ ?! დიახ, იცოდა! ზუსტად ამაზე საუბრობს ტელეფონით მიხეილ სააკაშვილი თავის უახლოეს თანამებრძოლთან და მთავარ ფინანსისტთან, საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან. ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ისევე როგორც ტელეკომპანია „მთვარის“ დირექტორმა ნიკოლოზ გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას მოსალოდნელი მკვლელობის შესახებ და არ აცნობეს საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ, რაც ნიშნავს ორგანიზატორსა და დაგეგმილი დანაშაულის შემსრულებელზე ხელის დაფარებას . შეკითხვა უკრაინის ხელისუფლებას: თქვენ ვერ ამჩნევთ სააკაშვილის მცდელობებს, რომ შეცვალოს უკრაინის მინერალური სასუქების ბაზარი, ვერ ხედავთ მის ზრახვებს საბაჟოზე და სამართალდამცავ უწყებებზე სრული კონტროლის დამყარებაზე, არ გესმით მისი განცხადებები, რომელიც ანგრევს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსთან! მართლა ვერ ხედავთ იმ მარტივ ფაქტს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინული რეფორმების ამჟამინდელი კურატორი პირდაპირ კავშირშია ქართველი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობასთან?!“ სტატიას ქართულად "პრაიმტაიმი" აქვეყნებს. გაბუნია სააკაშვილი tbilisidaily
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორ გახდე სრულყოფილი ?
გამოიძინე. ნუ გასცემ რჩევა-დარიგებებს. კბილებს და ღრძილებს მიხედე. იმის ნუ შეგეშინდება, რასაც ვერ აკონტროლებ. ნუ შეგეშინდება, მაგალითად, იმის, რომ როცა გძინავს, სახლი ჩამოიქცევა, ან იმის, რომ ის, ვინც გიყვარს, შეიძლება, უცებ მოკვდეს. ყოველ დილას ჭამე ფორთოხალი. იყავი კეთილგანწყობილი. ეს ბედნიერებამდე მიგიყვანს. კვირაში ოთხჯერ ზუსტად 20 წუთი აკეთე ის, რაც გსიამოვნებს, ისე, რომ გულისცემა წუთში 120-მდე აგივიდეს. ყველაფრის იმედი გქონდეს. გარდა არაფრისა. იმას მოუფრთხილდი, რაც სახლთან გაკავშირებს. ვიდრე სამყაროს გადაარჩენ, ჯერ სახლი გამართე. სამყარო მერე გადაარჩინე. იცოდე, რომ სურვილი, იყო სრულყოფილი, ალბათ სხვა სურვილის ფარული გამოხატვაა – ვინმეს უყვარდე, ან არ მოკვდე. ხეს თვალებში უყურე. სკეპტიკურად განეწყვე ყველა მოსაზრების მიმართ, მაგრამ ეცადე თითოეულში რამე ღირებული დაინახო. ისე ჩაიცვი, რომ შენც გსიამოვნებდეს და შენ ირგვლივ სხვებსაც. სწრაფად არ ილაპარაკო. ყოველდღე რაღაც მაინც ისწავლე. (Dzien dobre!) კარგად მოექეცი სხვებს, ვიდრე მათ ცუდად მოქცევის საბაბი არ მიეცემათ. გულში ბრაზს ერთ კვირაზე მეტხანს ნუ ჩაიტოვებ, თუმცა, ნუ დაივიწყებ, რამ გაგაბრაზა. ბრაზი ხელში მინის ბურთივით დაიჭირე, მკლავი გაშალე და დააკვირდი. შემდეგ ისიც შენს მინის ბურთების კოლექციას დაუმატე. იყავი ერთგული. ჩაიცვი მოხერხებული ფეხსაცმელი. ისეთი საქმიანობა შეარჩიე, რომელიც შენს წონასწორობასა და მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. თუნდაც აუტანლად გეჩვენებოდნენ, ხნიერ ადამიანებს კეთილად მოეპყარი, როცა მოხუცდები, კეთილად მოეპყარი ახალგაზრდებს. ნუ ესვრი ხელჯოხს, როცა ბაბუას დაგიძახებენ. შენი შვილიშვილები არიან! იყოლიე ცხოველი. ბევრ ხალხთან მაინცდამაინც დიდ დროს ნუ გაატარებ. თუ დახმარება გჭირდება, ითხოვე. შეარჩიე დახვეწილი პოზა და ივარჯიშე, ვიდრე ძვალ-რბილში არ გაგიჯდება. თუ ვინმე შვილს მოგიკლავს, იარაღი აიღე და ტვინი გაასხმევინე. დღე ისე დაგეგმე, რომ სულ არ ჩქარობდე. გამოხატე მადლიერება მათ მიმართ, ვინც შენთვის რაღაცას აკეთებს, თუნდაც მათ ფულს უხდიდე, ან თუნდაც იმას გიკეთებდნენ, რაც არ გითხოვია. ფულს, რომელიც შეგეძლო გაჭირვებულებისთვის მიგეცა, ქარს ნუ გაატან. იცოდე, რომ საზოგადოება განუვითარებელია. მაშინ ივიშვიშე, როცა ნახავ, რომ ის იმაზე ბევრად განუვითარებელია, ვიდრე წარმოგედგინა. როცა რამეს ითხოვებ, უკან უკეთეს მდგომარეობაში დააბრუნე. მაქსიმალურად ეცადე, პლასტმასისა და ლითონის ნაცვლად ხის ნივთები გამოიყენო. აი, იქ, ჩიტს გახედე. სადილის შემდეგ დარეცხე ჭურჭელი. შეინარჩუნე სიმშვიდე. ნახე უცხო ქვეყნები, გარდა იმ ადგილებისა, სადაც ხალხს შენი მოკვლის სურვილი გაუჩნდება. ნუ ელი, რომ შვილებს ეყვარები, თუმცა, თუ თავად მოინდომებენ, ესეც შესაძლებელია. იფიქრე სულიერებაზე. და თუ მოგეწონება, შეგიძლია უფრო შორსაც წახვიდე. მაინც, რა არის იქ (შიგნით)? ზოგჯერ იმღერე. არასოდეს დააგვიანო, მაგრამ როცა დააგვიანებ, დაწვრილებით ახსნა-განმარტებას ნუ მოამზადებ. ნურც ზედმეტად თვითკრიტიკული იქნები, და ნურც ზედმეტად თავდაჯერებული. არ იფიქრო, რომ პროგრესი არსებობს. არ არსებობს. კიბეზე ფეხით ადი. კანიბალიზმზე არც კი იფიქრო. წარმოიდგინე, რა გინდა მოხდეს და არაფერი გააკეთო ისეთი, რაც ამის ახდენას ხელს შეუშლის. ტელეფონი კვირაში ორჯერ მაინც აიღე ხელში. დაწმინდე ფანჯრები. პირადი ამბიციების კვალიც კი გაანადგურე. სიტყვას გაანადგურე ძალიან ხშირად ნუ გამოიყენებ. ზოგჯერ მიუტევე სამშობლოს. თუ ვერ შეძლებ, სხვა ქვეყანაში გადადი. თუ დაიღლები, დაისვენე. გაზარდე მცენარე. ნუ იხეტიალებ სადგურიდან სადგურზე ბურტყუნით „მაინც ყველანი დავიხოცებით" . ნამდვილ მეგობრებს შორის იყოლიე ადამიანები შენი ცხოვრების სხვადასხვა სადგურიდან. დააფასე მარტივი სიამოვნება, მაგალითად, ღეჭვის სიამოვნება, გრილი სიოთი, თუ ზურგზე თბილი წყლის ნაკადით მიღებული სიამოვნება, ჩაძინების სიამოვნება. ნუ წამოიყვირებ, „განა საოცრება არაა ტექნოლოგია!" ისწავლე, როგორ გაიმაგრო კუნთები. და ყოველდღე გაიმაგრე. იმის გამო ნუ იდარდებ, რომ ბერდები. ამით თავს უფრო ბებრად იგრძნობ. რაც ნამდვილად სადარდებელია. ერთდროულად მხოლოდ ერთი საქმე აკეთე. თუ თითს დაიწვავ, მაშინვე ცივ წყალში ჩაყავი. თუ თითს ჩაქუჩით დაიჩეჩქვავ, ოცი წუთით ხელი ზემოთ ასწიე, შეიგრძენი სიცივისა და მიზიდულობის ძალის სამკურნალო თვისებები. ისწავლე, ყურისწამღებად როგორ უსტვინო. კრიზისის დროს შეინარჩუნე სიმშვიდე. რაც უფრო კრიტიკულია სიტუაცია, მით უფრო მშვიდად უნდა იყო. დატკბი სექსით, მაგრამ აკვიატებად ნუ გადააქცევ. გარდა იმ მცირე პერიოდებისა, როცა მოზარდი ხარ, ან ახალგაზრდა, ან შუა ხნის, ან მოხუცი. ყველაფრის საპირისპირო მხარე განჭვრიტე. თუ უცებ აღმოჩნდება, რომ ოკეანეში ძალიან ღრმად შეცურე და შიშისგან გაშეშდები, მობრუნდი და სამაშველო ნავისკენ გაცურე. არ ჩაკლა ბავშვი საკუთარ თავში. წერილებს მაშინვე უპასუხე. კონვერტს ლამაზი მარკები დააკარი, როგორიცაა, მაგალითად, ტორნადოს სურათი. დროდადრო იტირე, ოღონდ, როცა მარტო იქნები. მერე დააფასე, ის, რომ თავს ბევრად უკეთ იგრძნობ. კვამლი არ ჩაისუნთქო. ღრმად ისუნთქე. პოლიციელს არ გაეჭიმო. ვიდრე ქუჩის გადასასვლელს არ მიადგები, ტროტუარზე იარე. ტროტუარიდან უყურე ადამიანებს, რომლებიც ცოფიან მანქანებს შორის არიან გაჭედილები. კარგად მოიქეცი. სხვადასხვა ქუჩაში ისეირნე. უკან-უკან. გახსოვდეს სილამაზე, რომელიც არსებობს, და ჭეშმარიტება, რომელიც არ არსებობს. იცოდე, რომ წარმოდგენა ჭეშმარიტების შესახებ არაა ისეთი ძლიერი, როგორიცაა წარმოდგენა მშვენიერების შესახებ. არასოდეს მოხვდე ციხეში. სიბერეში გახდი მისტიკოსი. ქოლგეითის თარტარ ჩონტროლ ფორმულა კბილის პასტა გამოიყენე. მოინახულე ნაცნობ-მეგობრები საავადმყოფოში. როცა მიხვდები, რომ შენი წასვლის დროა, წადი. იყავი გულწრფელი საკუთარი თავის მიმართ, და დიპლომატიური სხვების მიმართ. ხშირად არ გაგიჟდე. დროის ფლანგვაა და სხვა არაფერი. წაიკითხე და მერე დროდადრო გადაიკითხე დიადი წიგნები. ორმო ნიჩბით ამოთხარე. ზამთარში, ვიდრე დაწვები, საძინებელი დაატენიანე. იცოდე, რომ იდეალურ შემთხვევად მიჩნეულია 300 ქულა ბოულინგში, 27 უკუმგდებელი და 27 აუთგეიმი ბეისბოლში. სვი ბევრი წყალი. როცა გკითხავენ, რას დალევ, უპასუხე, „წყალს, თუ შეიძლება". იკითხე „სად არის ტუალეტი?" და არა „სად შეიძლება მოვშარდო?" საგნებს კეთილად მოეპყარი. ორმოცი წლიდან ყოველ მეორე წელს სრული გამოკვლევა ჩაიტარე ექიმთან, რომელსაც ენდობი და მოგწონს. გაზეთი წელიწადში ერთხელ წაიკითხე. ისწავლე, როგორაა ჩინურად „გამარჯობა", „ნახვამდის" და „ჩხირები". აბოყინე და აკუე, ოღონდ შენთვის. უცხოელებს განსაკუთრებული სითბო აჩვენე. იარე ჩრდილების თეატრში და წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთი გმირი თავად ხარ. ან ყველა მათგანი. ნაგავი გადაყარე. გიყვარდეს ცხოვრება. თანხა ზუსტად გადაიხადე. როცა გარეთ ისვრიან, ფანჯარასთან ნუ მიხვალ. წყარო: indigo.com.ge
Sokhumi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
როგორია ოჩამჩირეში გატარებული ზაფხულის დიდი არდადეგები - ქართველი გოგოს ჩანაწერი ოჩამჩირედან
გამარჯობა, მე ნინო ცუცხუბაია ვარ აფხაზეთიდან,კერძოდ კი გალის რაიონში სოფ.საბერიოში ვცხოვრობ. მე მინდა მოგიყვეთ ჩემს სამშობლოზე,ჩემს აფხაზეთზე,მაგრამ ვინიდან სათქმელი ძალიან ბევრია და რა თქმა უნდა ყველაფრის მოყოლას ამ თემით ვერ მოვახერხებ. მე მოგიყვებით აფხაზეთის ერთ-ერთ საკურორტო და უდიდეს რაიონზე - ოჩამჩირეზე. ბებიაჩემი,ნაზო ვარდაია,დედით ქართველი და მამით აფხაზი იყო. იგი ოჩამჩირეში დაიბადა,დღესაც მამაჩემის დეიდა (ბებიაჩემის და) ოჩამჩირეში ცხოვრობს და მე ბიძაშვილებთან ერთად ყოველი ზაფხულის არდადეგებზე ოჩამჩირეში და სოხუმში დავდიოდი,იქ გავატარეთ ბავშოვობის დაუვიწყარი და სასიამოვნო პერიოდი,სწორედ ამიტომ მინდა გადმოგცეთ ჩემი სიყვარული და გრძნობები ოჩამჩირის მიმართ და გამოგზაუროთ ამ საოცარ ადგილას. სუფთა ჰაერი, კამკამა ლურჯი ზღვა,სულ სხვანაირად მცხუნვარე მზის სითბო და მშვენიერი ბუნება, აი რა მიიქცევს უპირველეს ყოვლისა თქვენს ყურადღებას ოჩამჩირეში. ყოველთვის ერთი სული მქონდა როდის დაიწყებოდა ზაფხულის დიდი არდადეგები,რომ ჩქარა წავსულიყავი ოჩამჩირეში და მთელი სამი თვე იქ გამეტარებინა,არასდროს მომბეზრდებოდა იქ ყოფნა და სახლში წასვლაზეც არასდროს მიფიქრია,მოწყენაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ძალიან მიყვარდა სანაპიროზე ჩამოჯდომა და ლურჯი თვალუწვდენელი სივრცის ცქერა,რომელიც არ მთავრდებოდა არასდროს,ნიჟარების შეგროვება,ცხელ ქვიშაზე სირბილი,სახლების აშენება და სანაპიროზე დიდი ასოებით დაწერა „მე მიყვარს აფხაზეთი“,რომელსაც ტალღები ერთი მეორის ჩანაცვლებით მიშლიდნენ და თავიდან ვაწერდი. ხშირად დილით ადრე მივდიოდით ზღვაზე და მზის ჩასვლამდე იქ ვიყავით,ისე რომ ნაშუადღესაც არ მოვდიოდით სახლში,(რაზეც ბებიაჩემის და გვიბრაზდებოდა ხოლმე, ასე როგორ შეიძლება,სახლში უნდა მოხვიდეთ დაისვენოთ და მერე ისევ წადით,როგორ მწარედ ანათებს მზე არ შეიძლებაო) მაგრამ ჩვენ დილით მოვიმარჯვებდით ქოლგებს,საკვებს რომ მთელი დღე იქ გაგვეტარებინა,ასე უფრო ხალისიანი იყო ეს დღეები,სახლში დაბრუნებულები ძალიან დაღლილები ვიყავით. ვანთებდით კოცონს,ვწვავდით მწვადებს,სიმინდს. ოჩამჩირეში მიედინება ერთი დიდი მდინარე ღალიძგა,რომელსაც სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე,მისი სიგრძე არის 53კმ,ძალიან სწრაფი დინებით მიედინება,მდინარეს აქვს ერთი ადგილი სადაც ცხელი წყალი მიედინება,ამბობენ ეს წყალი სამკურნალოც არისო. ჩვენ კი იმ ადგილას დავდიოდით,სადაც ღალიძგა და ზღვა ერთმანეთს უერთდებოდა. ეს ძალიან ლამაზი სანახაობა იყო, ერთ მხარეს ლურჯი აღელვებული ზღვის ტალღების ხმა მეორე მხარეს კი კამკამა მდინარე მიედინებოდა ჩუმად,შემდეგ კი ერთმანეთში,რომ ედინებოდნენ ერთობლივად სხვანაირ ხმაურს ჰქმნიდნენ... ეს არის თვალუწვდენელი სივრცე,მზერა არაფერზე,რომ არ შეგიჩერდება,სასიამოვნო გრძნობა გეუფლება,უზომოდ ბედნიერად გრძნობს თავს,მზე ზღვაზე რომ ირეკლება,ლურჯი ზღვა ბევრად უფრო ლურჯი ჩანს. იცით?ადამიენბიც უფრო ფერადები არიან იქ, რომ ვაკვირდებოდი,მაგრამ გულს გადამწვარი სახლები მიკლავდა..დასანანია ასეთი საკურორტო მხარე ასეთი გავერანებული რომ არის..ოჩამჩირეში გარეუბნიდან ქალაქამდე ერთსართულიანი სახლებია ჩამწკრივებული,მოვლილი ბაღებითა და პატარა ეზოებით,თუმცა დღეს ამ სახლების ნაევარზე მეტი დაცარიელებულია,მიტოვებული,განადგურებული...ერთ დროს ხალხმრავალი,მრავალერიანი ქალაქიდან ნანგრევებია დარჩენილი,რაც ძალიან მოქმედებს ჩემზე.. ოჩამჩირის ცენტრში გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა,კულტურის სახლი,ახალგაზრდული ცენტრი,თუმცა ოდესღაც ამ სავაჭრო ქალაქს უწიდებული ენერგია აღარ შერჩა. ოჩამჩირეში არის ილორის წმ.გიორგის ეკლესია,რომელიც აგებულია სოფ.ილორის შუაგულში,ის შუასაუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა,თუმცა 2010 წელს რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას რუსული გუმბათი დაადგეს და ქართული კვალის წასაშლელად გარე ფასადი მრლიანად,ხოლო შიდა კედლები ნაწილობრივ თეთრად გადაღებეს,აღმოსავლეთი მხარე კი,სადაც ქართული წარწერები იყო ამოკვეთილი,მთლიანად გადალესეს.. ყველაფერი ამის მიუხედავად ოჩამჩირეში ცხოვრება გრძელდება,ბებია გარდამეცვალა 6 წლის წინ,თუმცა ბებიაჩემის და დღესაც იქ,ოჩამჩირეში ცხოვრობს,მე ახლა უკვე მეორე კურსის სტუდენტი ვარ,ვსწავლობ თბილისში,სოხუმის სახლმწიფო უნივერსიტეტში,თუმცა დღესაც ვაგრძელებ ყოველ ზაფხულს ოჩამჩირეში წასვლას და ყოველ ჯერზე როდესაც იქ მივდივარ ფორიაქის შეგრძნებას განვიცდი,ვფორიაქობ რადგან ჩემს წინ გადაიშლება ხოლმე მოგონებების წიგნი,მთელი ბავშოვიბა თვალწინ დამიდგება ხოლმე,რადგან ახლა ყველაფერი სულ სხვანაირადაა,ახლა აღარ ვაშენებ ქვიშისგან ოჩამჩირის სანაპიროზე სახლებს,აღარ ვაგროვებ ნიჟარებს,აღარ ვრჩებით დილიდან საღამომდე ზღვაზე.. ძალიან მიყვარს აფხაზეთი და მისი ყველა კუთხე-კუნჭული,მიყვარს სოხუმი,ოჩამჩირე,მიყვარს ჩემი სოფელი საბერიო,სადაც დავიბადე და გავიზარდე,სადაც ავიდგი ფეხი... მინდა,რომ ყველამ შეძლოს აქ ჩამოსვლა და თვითონ იგრძნონ აქაური სითბო,სიყვარული და მე მჯერა,რომ ეს ასე იქნება.#ოჩამჩირე #ისტორია #აფხაზეთი #ოკუპაცია #sokhumidaily
გიორგი სამხარაძე
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
კახა ბენდუქიძე
1956-2014 – რაც უფრო სწრაფად წავიკითხავთ „თხა და გიგოს”, მით მალე გავიგებთ, რა არის კარგი და რა – ცუდი… – კარგია, როდესაც ადამიანები ერთმანეთს ხშირად ეუბნებიან – გამარჯობა, ნახვამდის, გმადლობ, რა კარგად გამოიყურები, თუ შეიძლება, მიყვარხარ, მომწონხარ, უკაცრავად, მენატრები. – ბოღმა, აგრესია, ფარისევლობა, უპატივცემულობა და ზიზღი ძალიან ცუდია. – ქუჩაში ფურთხება, თან ასეთი სიხშირით და ენერგიულობით, სირცხვილია. კიდევ უფრო საძაგელი სანახავია, ცხვირის უცხვირსახოცოდ, ჰაერში გატყორცნით მოხოცვა. ასე არავინ იქცევა დედამიწის ზურგზე. – რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ – ეს ტყუილია. ქართველები მაგრები არ ვართ, ჯერჯერობით. – ბანაობა კარგი და აუცილებელი გახლავთ. – წვერგაპარსული კაცი გაუპარსავზე უფრო კარგი შესახედავია. – მძღოლებო, გაატარეთ ფეხით მოსიარულეები. ფეხით მოსიარულეებო, ნუ იბნევით, როცა მძღოლი გატარებთ და ცოტა სწრაფად გაიარეთ. – ფერადი ტანსაცმელი არ „ტეხავს”, პირიქით. – ცეკვა სირცხვილი არ არის. – მარიხუანის მომხმარებლები ნარკომანები და კრიმინალები არ არიან. – კინოთეატრში და თეატრში ტელეფონი უნდა გამოვრთოთ, ან ჩავუწიოთ. – რუსეთი ოკუპანტია. ოკუპანტი ცუდია. ანუ რუსეთი ცუდია. – მსოფლიოში არსად სვამენ ამდენ ღვინოს და ამდენ ხანს, ეს არაა ნორმალური. – სტალინი ძალიან ცუდი ადამიანი იყო. – ქართველობა და მართლმადიდებლობა სინონიმები არ არის. საქართველოში სხვა რელიგიების მიმდევრებიც ცხოვრობენ და მათი შევიწროება, ლანძღვა და ცემა სასტიკად აკრძალულია. – ანაფორიანი ადამიანი, რომელიც იგინება, იწყევლება და ირტყმევინება, მღვდელი არ არის. ის ბანდიტია. – სექსი ბუნებრივი მოვლენაა. სექსი სასიამოვნოა. – როდესაც ვიღაც კაფეში ან რესტორანში შემოდის, ყველა ნუ უყურებთ, უზრდელობაა. – მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი… ამ პროფესიის ადამიანები თქვენ გემსახურებიან, ამიტომ ზევიდან ნუ უყურებთ, არაფრით სჯობიხართ. – მიმტანი, ტაქსის მძღოლი, კონტროლიორი, გამყიდველი, მეწაღე, დალაქი… ამ პროფესიის ადამიანებო, წესიერად მოემსახურეთ კლიენტებს, ნუ გეზარებათ ეს და ნუ ჩხუბობთ უჟმური სახეებით. – ქრისტიანების ღმერთს იესო ჰქვია. არა ილია, არა იობი, არა იაკობი, არა შორენა და არა ფრანსისკო. – ქართველი „გეიები” არსებობენ. – სწავლა, სწავლა და სწავლა. – ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობენ ეკლესიაში არსებულ ნაკლოვანებებზე, ეკლესიას არ ებრძვიან. ვინც არ ლაპარაკობს, ის ებრძვის. – ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობა არა ქვეყანაზე, არამედ ფულზე და გავლენაზე ფიქრობს. – ნუ უპიპინებთ პატარა მანქანებს მაშინ, როცა გრანდიოზულ ჯიპებს ამას ვერ უბედავთ. საერთოდ, ნუ აპიპინებთ, უკულტურობაა. – უცხოელებს, რომლებიც აქ ჩამოდიან და ბიზნესს იწყებენ, საქართველოსთვის ცუდი არ უნდათ. – სამსართულიან სუფრებზე გაჭირვებულების სადღეგრძელოს დალევა და მეორე დღეს ნახევარი სუფრის ნაგავში გადაყრა, არაადამიანური საქციელია. – მას შემდეგ, რაც ადამიანი სრულწლოვანი გახდება, ბავშვი აღარაა. – სლავი ქალები ქართველ კაცებზე არ გიჟდებიან. – ნაგვის ქუჩაში დაყრა არ შეიძლება. არც მანქანიდან გადაგდება. არც სადარბაზოებში მოშარდვა. ეს სიღორეა. – რაც უფრო ხშირად გავუღიმებთ ერთმანეთს, მით უკეთესი. – საქართველოს ის ისტორია, რომელიც ჩვენ ვიცით, ზღაპრებითაა სავსე და ძალიან ბევრი ინფორმაცია აკლია. – რელიგიური მოტივებით პატარა ბეკეკასთვის ყელის გამოღადვრა ვანდალიზმია. – არსებობს არა ორი, არამედ ერთი რუსეთი. – თუ NATO-ში შევალთ, ვერავინ ვეღარაფერს გაგვიბედავს. ამიტომ NATO ძალიან კარგია. – ქართველობას არ გვართმევენ. არავის სჭირდება. – მარხვაზე ყოფნა ხორცეულის არჭამას არ ნიშნავს. – მსახიობი, რომელიც კამერის წინ შიშვლდება, ბოზი არ არის. – ქართველი ექსპერტების და ჟურნალისტების სრული უმრავლესობა აბსოლუტურად უინტელექტო და უცოდინარია. – წინადადება – რა სექსუალური ხარ – კომპლიმენტია და არა შეურაცხყოფა. – ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, ვინც საქმეს კარგად აკეთებს, დასაფასებელია. – კაი ბიჭის დაც ადამიანია. – უფასო არაფერი ვარგა. – თავისუფლება არა ლომთა, არამედ ადამიანთა ხვედრია. 2×2=42x2=4 კახა_ბენდუქიძე politics opinion
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ვახო ჭუმბურიძის ემოციური პოსტი - ვინ ახდენდა ზეწოლას მის 15 წლის ქალიშვილზე
გამარჯობა, მე ვარ ვახო -თინის მამა! ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ თქვენის ნებართვით თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს- გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს ) მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი. ახლა მთავარი: 6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა :) და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო. (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა) რა გავაკეთე მე როდესაც ეს ამბავი გავიგე? -დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან. -დამთამხდა. -შემდეგ დამირეკა და მითხრა რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა. -კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციასთქო. -მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა "ბიძამ" და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბევრი ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ესეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ. ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს პადიეზდთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში. -გამასწრო ამ ნაბიჭვარმა -რა გავაკეთე? -მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება. აი აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება. 12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქატრიული ექსპერტიზა-ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს-წაშლის ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში. შედეგი არის -0 გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს :) პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო ამ შუამდგომლობით შევალთო. :) ესე გაღიმებული გამოვედით და მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ. პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ რომ იქვე ჩამედო მიწაში. რა თქმა უნდა ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ. და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა ხან გვიღიმოდა-მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა. ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით:) და მე რა გავაკეთე? ისედაც დასტრესილი ბავშვი ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწოვანის წარმომადგენელი. -კარგი გასაგებია სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ მამი და ესე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით. ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია ამას რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს ალბათ ყველა მიხვდება მე რისი გამკეთებელი ვარ- ამიტომ მე დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში შესაბამისად რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს? :) გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი. ამ საქმეს მე ესე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს. ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან ნუ მაშინ მოვითხოვ თქვენს დახმარებას ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ. (ფსიქოლოგი, ადვოკატი) PS: რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia თუ თქვენ ვერ დამიცავთ - მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს-წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ.👆 #ახალიამბები #პოლიტიკა
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 weeks ago
ვახო ჭუმბურიძე: ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს “პადიეზდთან”
გამარჯობა, მე ვარ ვახო -თინის მამა! ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ თქვენის ნებართვით… წერს სოციალურ ქსელში ფინანსისტი ვახო ჭუმბურიძე თავისი ამბის მოყოლას, რომელიც არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებულ დევნის ფაქტს ეხება. მონაყოლის მიხედვით ირკვევა, რომ 15 წლის გოგონას ამყოფებს კონკრეტული პირი ფსიქლოგიურ ზეწოლაში, დევნის მას და სამართალდამცავი ორგანოებიდან შედეგი არის ფაქტობრივად ნული. ბავშვი ვერ გადის გარეთ, ზემოთ ხსენებული პირი კი განაგრძობს მასზე ზეწოლას. გამარჯობა, მე ვარ ვახო -თინის მამა! ცოტას მოგიყვებით ჩვენს შესახებ თქვენის ნებართვით თინის დაბადებას დავესწარი და ეს პატარა არსება რომ მანახეს, რომელიც არ ტიროდა და უბრალოდ თვალებს აცეცებდა გული, სული შემეკრა და მას მერე სიგიჟემდე მიყვარს. მე პატარა ვიყავი, ისიც პატარა იყო და ერთად გავიზარდეთ. ახლა უკვე 15 წლის ქალიშვილი მყავს და მუდამ ვამაყობ მისით, რომელმაც დამოუკიდებლად გადაწყვიტა სამსახურის დაწყება და თითქმის ერთი წლის განმავლობაში მაკდონალდსში იმუშავა, რომელმაც იცის მეგობრის ფასი, რომელსაც ძალიან დიდი გული აქვს, კატა რომელიც გვყავს- გადაარჩინა სიკვდილს და მოუარა (ახლა უკვე 3 წელია სახლშია და განებივრებულია). უფრო პატარა იყო, როდესაც გეგმავდა სოციალურ პროექტებს და ბავშვებს ეხმარებოდა და რაც მთავარია ერთ-ერთი თავისი დაბადების დღე თავისი სურვილით გადაიხადა ბავშთა სახლში.(რადგან უნდოდა რომ ბავშვები გაეხარებინა, რომლებიც მოკლებულნი იყვნენ მშობლების სითბოს ) მოსაყოლი ბევრი მაქვს, მაგრამ მირჩევნია ძალიან არ მოგაბეზროთ თავი. ახლა მთავარი: 6 ივნისს გავიგე, რომ ჩემს შვილს აწუხებდა ერთი სრულწლოვანი ტიპი, რომელსაც ჰყავდა ფსიქოლოგიურ წნეხში, რომელიც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით თუ ცოლად არ გაჰყვებოდა :) და ნუ კიდევ ბევრი რამ რაც არ მინდა საჯაროდ გამოვიტანო. (რადგან არ მინდა კიდევ ერთხელ მივაყენო ზიანი ისევ ჩემს შვილს, რომელსაც ნერვული სისტემა დაუზიანდა) რა გავაკეთე მე როდესაც ეს ამბავი გავიგე? -დავუკავშირდი მის მშობელს და ვთხოვე შეხვედრა მასთან და მის ნაბიჭვარ შვილთან. -დამთამხდა. -შემდეგ დამირეკა და მითხრა რომ გაექცა და ვეღარ მოჰყავდა. -კი ბატონო, მაშინ ავირჩევ გზას, რომ სამართლებრივად გავარკვიო საკითხები, რადგან მე ნაღდად არ მაქვს ლანჩხუთში ამის დევნის თავი და შესაბამისად მივმართავ პოლიციასთქო. -მეორე დღეს ვისაუბრეთ მისმა "ბიძამ" და მე, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ჩვენი საუბრიდან გამომდინარე ამ ადამიანმა ბევრი ბოდიშები მიხადა და თავის თავზე აიღო ეს საკითხი, რომ არასდროს ესეთი ამბავი აღარ განმეორდებოდა. ცოტა რთული დასაჯერებელი იყო, მაგრამ ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე ასე დავიშალეთ. ჩვენი საუბრიდან არ იყო გასული 4 საათი, როდესაც ეს მანიაკი საღამოს დახვდა ჩემს შვილს პადიეზდთან ორ თამხლებ პირთან. როგორღაც მოახერხა თინიმ და ამოასწრო სახლში, გულამოვარდნილი, შეშინებული და კრუნჩხვებში. -გამასწრო ამ ნაბიჭვარმა -რა გავაკეთე? -მეგობრების რჩევით, რომლებიც მოგროვდნენ ამ შემთხვევიდან ძალიან მალე გამოვიძახეთ პოლიცია და დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება. აი აქ დაიწყო კინოს მთავარი განვითარება. 12 დღეა დავდივართ პოლიციის განყოფილებაში, ვაღამებთ, ვათენებთ, გვართმევენ ჩვენებებს, თინის დაუნიშნეს სამხარაულის ფსიქატრიული ექსპერტიზა-ეგეც გავაკეთეთ არის საშინელი ბიუროკრატია. ამ დროს რა ხდება ეს ტიპი დადის გარეთ არხეინად. ხან მე დამიკომენტარებს რამეს-წაშლის ხან სხვას მიახტება. თინის კიდევ მიწერა ამ პერიოდში. შედეგი არის -0 გადავინაცვლეთ პროკურატურაში მე-11 დღეს :) პროკურორმაც დაჭერას სავარაუდოდ ვერ შევძლებთო, მაგრამ აკრძალვას გავუკეთებთო ამ შუამდგომლობით შევალთო. :) ესე გაღიმებული გამოვედით და მეორე დღეს ისევ პოლიციაში დაგვიბარეს, რომ თინი როგორც დაზარალებულად ეცნოთ. პოლიციის შესასვლელთან დამხვდა ეს ტიპი მომღიმარი ცინიკური სახით. წამის მეასედი დამაკლდა ალბათ რომ იქვე ჩამედო მიწაში. რა თქმა უნდა ისევ გაიწელა აქ საქმე და სადღაც 3 საათი დავყავით განყოფილებაში, ეს ტიპი სხვა ოთახში ყავდათ სანამ ჩვენს საქმეს ასრულებდნენ. და რაც მთავარია, როდესაც გარეთ ვიდექით ეს პიროვნება ფანჯრიდან ხან ტაშს გვიკრავდა ხან გვიღიმოდა-მიზანმიმართული პროვოკაციას ასრულებდა. ეს ტიპი დღეს დადის ქუჩაში ცინიკური სახით:) და მე რა გავაკეთე? ისედაც დასტრესილი ბავშვი ვატარე 12 დღე განყოფილებაში ბებიასთან ერთად რადგან მე მოწმის სტატუსი მქონდა და ბებია უნდა ყოფილიყო არასრულწოვანის წარმომადგენელი. -კარგი გასაგებია სჭირდება გამოძიებას, ცოტაც გავუძლოთ მამი და ესე ვამშვიდებდი. და ბოლოს რა მოხდა მე-12 დღეს ამ ტიპმა შემაცილა პოლიციის განყოფილებაში ღიმილით და ცინიზმით. ჩემს ერთადერთ შვილს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს, რომელიც ჩემი გაზრდილია ამას რომ ერთი ღერი თმა ჩამოუვარდეს ალბათ ყველა მიხვდება მე რისი გამკეთებელი ვარ- ამიტომ მე დარწმუნებული არ ვარ ამ ნაბიჭვრის საქციელში შესაბამისად რამე რომ მოხდეს და მერე ვინ დამიცავს? :) გულის სიღრმეში ნამდვილად არ მქონდა სურვილი და არც არასოდეს არ მექნება ვინმეს დაჭერის ან გამწარების, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელმა საქციელმა ჩამიკლა, როდესაც მის ავადმყოფურ გამომეტყველებას და ცინიკურ ღიმილს პირისპირ შევასკდი. ამ საქმეს მე ესე ვერ დავტოვებ და არც ვიღაც ლანჩხუთელი მანიაკის შიშით ვერ ვაცხოვრებ ჩემს ოჯახს. ან მოხდება ფაქტების სწორად დალაგება ან ნუ მაშინ მოვითხოვ თქვენს დახმარებას ვისაც როგორ შეგიძლიათ და ვისაც კონკრეტულად ესეთი ტიპის საქმეზე გიმუშავიათ. (ფსიქოლოგი, ადვოკატი) PS: რაც შეეხება პოლიციას და გამომძიებლებს ვერ დავმალავ რამდენად გულთან ახლოს მიიღეს ეს საკითხი და ნამდვილად წუხდნენ გამოძიების მიმდინარეობის დროს-მადლობა ამისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia თუ თქვენ ვერ დამიცავთ - მომიწევს ჩემით თავის დაცვა და ეს სტატუსიც ბარემ აქ იყოს-წინასწარ საქმის კურსში გაყენებთ.👆
Khatia Bibiluridze
Tbilisi, Georgia · 1 week ago
ვინტაჟ შოპინგი
გამარჯობა ❤️ ვინ სტუმრობს ხშირად ვინტაჟ სთორებს ? ეგრედწოდებულ მეორადებს? მე არ ვიყავი აქამდე დაინტერესებული და საკმაოდ აზარტული ყოფილა 😂😂❤️ ჩემი პერანგის და ბრიჯის ღირებულება მთლიანობაში 32 ლარს შეადგენს 🤷🏻‍♀️❤️ ვფიქრობ მანდვილად აღმოაჩენთ რაიმეს ❤️ ველი თქვენს ვინტაჟ ლუქებს 🪐🌝#მოდა #ვინტაჟი#მოდა
კონემიკა საინფორმაციო
Tbilisi, Georgia · 3 months ago
"მენტალური დაავადება მჭირს, ნება მომეცით, მოვკვდე"
2016 წელს კანადამ მიიღო კანონპროექტი სახელწოდებით C-14, რომელმაც ლეგალური გახადა სამედიცინო დახმარებით თვითმკვლელობა განუკურნებელი ან ისეთი ადამიანებისთვის, რომელთა სიკვდილიც მოსალოდნელია. კანონპროექტი გამორიცხავდა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებს. ფოტოზე ხედავთ ადამ მეიერ-კლეიტონს, რომელიც იბრძოდა მენტალური დაავადების მქონე ადამიანებისთვის სამედიცინო თვითმკვლელობის უფლების მოპოვებისთვის. BBC-სთან ინტერვიუში ადამის მშობლები იხსენებენ: ‘’ბედნიერი ბავშვი იყო, ენერგიის ბურთი. ყოველ პარასკევ საღამოს ‘’ბოსტონის პიცაში’’ მიგვყავდა, სულ აქეთ-იქით სირბილი და ხალხთან ლაპარაკი უნდოდა, ძალიან კომუნიკაბელური იყო, ხელებს გადაიჯვარედინებდა ხოლმე, უცნობთან მივიდოდა და ეტყოდა, ‘’გამარჯობა, მე ადამი ვარ!’’ ადამი ებრძოდა შფოთვით აშლილობას, ხასიათის ცვალებადობას და OCD-ს(ობსესიურ-კომპულსური აშლილობა) ბავშვობიდან. ადამის მამა: ‘’ფეხბურთზე შევიყვანეთ, საიდანაც გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი, ისეთი რაღაცების კეთების სურვილი უჩნდებოდა, რაც თამაშში ხელს უშლიდა. მაგალითად, თითების წვალების, ამიტომ თამაშის დაწყებამდე წებოვან ქაღალდს გადაირკავდა ხოლმე, რომ ეს ვეღარ შესძლებოდა.’’ 23 წლის ასაკში ადამს დაეწყო მწვავე ტკივილები, რომელთა ახსნასაც ექიმები ვერ პოულობდნენ. საბოლოოდ, სომატური სიმპტომის აშლილობის დიაგნოზი გამოუტანეს. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტვინს შეუძლია სხეულისათვის მწვავე ფიზიკური ტკივილის მიყენება. ადამი დაავადების შესახებ თავის ‘’იუთუბ’’ არხზე საუბრობდა: ‘’ტვინი ტკივილს ჰქმნის ყოველგვარი მიზეზის გარეშე. რადგან ტკივილი ტვინიდან მოდის, ამიტომ ეს მენტალური დაღვევაა, მაგრამ არა ტიპური მენტალური დარღვევა, როგორიცაა, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოზი, შიზოფრენია და სხვა. დავუშვათ, ახლა თუ სრულ სიჩუმეში ვზივარ და გონება-გათიშული ვარ, ჩემი ტკივილის დონე მინიმუმი იქნება, ალბათ, ყველაზე მინიმუმი, რასაც მთელი დღის მანძილზე განვიცდი. თუ წიგნს ავიღებ და კითხვას დავიწყებ, ტკივილი ჩემს თავში იმდენად დიდი იქნება, რომ პირველ რიგში, კითხვის შეწყვეტა და შემდეგ სადმე წასვლა და ბევრჯერ ღრმად ჩასუნთქვა მომიწევს.’’ ადამის მამა: ‘’თითქოს, მთელი ჩემი ტანი შიგნიდან მჟავით იწვის’’, ამბობდა ხოლმე, ‘’ჩემი თვალების მიღმაა, ჩემს შუბლში, თავში, კისერში, მკერდში, ზურგში..გაუსაძლისი ტკივილია. თითქოს, ცოცხლად ვიწვი.’’ ‘’ადამს არ სჯეროდა, რომ გამოკეთდებოდა. ‘’ფეისბუქზე’’ მკურნალობის ყველა ის მეთოდი და მედიკამენტი ჰქონდა ჩამოწერილი, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდა, რომელთაც შედეგი არ გამოუღიათ’’, ამბობს ადამის მეგობარი. ‘’მეგობრის დაკარგვა, რა თქმა უნდა, არავის უნდა. მაგრამ იმ ტკივილის ყურება, რასაც ის განიცდიდა, იმის თქმა, რომ ასე არ უნდა გააკეთოს, ჩემი მხრიდან ეგოისტური იქნებოდა." ადამის მამა: ‘’იცოდა, რომ განკურნების გზა არ არსებობს, რომ თანამდროვე მეცნიერებას, თანამედროვე მედიცინას ჯერ აქამდე არ მიუღწევია. ხომ იცით, როცა ადამიანი უაღრესად ინტელექტუალია, დიდი ამბიციებით და უკვე მიღწეული წარმატებით, უკან იმავეს მიღებას ელოდება და როცა ამას ვერ იღებს, წასასვლელი სადღა აქვს? მივხვდით, რომ ყოველი საუბარი, რომელიც ადამთან გვქონდა, შეიძლებოდა უკანასკნელი ყოფილიყო.’’ C-14-ის დაკანონების შემდეგ ადამმა წამოიწყო კამპანია იმისათვის, რომ კანონი მისნაირი დაავადების მქონე ადამიანებზეც გავრცელებულიყო. ‘’C-14 არ მოიცავს ჩემნაირ ადამიანებს, არ მოიცავს ბევრ ძალიან, ძალიან ავადმყოფ ხალხს. კანონმდებლობა, ფაქტობრივად, აიძულებს ადამიანებს თავი მოიკლან სხვა, შეუსაბამო მეთოდით. მარტოებმა, ოჯახისა და მეგობრების გარეშე, რაც ყოველგვარ აზრს მოკლებულია.’’ ადამი თავის ვიდეოში : ‘’მესმის, რომ თვითმკვლელობა ცუდია. არ ვამბობ, რომ ცხოვრება არაფრად ვარგა, რომ ყველა ხიდებიდან უნდა გადავხტეთ. ყველა, ვინც მიცნობს, იცის, რომ მკურნალობას ვემხრობი და კიდეც ვმკურნალობ, მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ცუდ დღეში ვარ.’’ ‘’არაფერი გამოდის, არაფერი გამოდის..ვიცი, რომ ვერ მოვკვდები, თვითმკვლეობაზე ვფიქრობ" და სხვა. ასე გრძელდება ისტორია, ადამიანები იკლავენ თავს, უკვე საუკუნეებია ასე ხდება. სიტუაციაზე დაფიქრდით. თუ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ ვერ იცვლება და მათი ცხოვრება ჯოჯოხეთია, რატომ არ მოიკლავენ თავს? ერთი კარგი მიზეზი მითხარით.’’ ბრძოლა სომატური სიმპტომის აშლილობასთან 4 წელს გაგრძელდა. 2017 წლის 13 აპრილს ადამმა თავი მოიკლა. ადამის დედა: ‘’ჩემი შვილი შუაღამით სახლიდან გაიპარა, მას შემდეგ, რაც მამამისი დასაძინებლად დაწვა. ჩემი შვილი მოკვდა სრულიად მარტო მოტელის ოთახში. მის გვერდით არავინ იყო, არც მეგობრები,არც ოჯახი, არავინ. გრემს და მე იქ ყოფნა არ შეგვეძლო. ბრალი თვითმკვლელობაში მიხმარებაში ან წაქეზებაში დაგვედებოდა.’’ ადამის მამა: ‘’არ მგონია, რომ სხვა გამოსავალი ჰქონდა. თავისი გადაწყვეტილება იყო. არავის უნდოდა მისი სიკვდილი, არც თავად უნდოდა, მაგრამ ასე ტანჯვით ვეღარ გააგრძელებდა ცხოვრებას’’ ტრუდო ლემენსი, სამართლის პროფესორი ამბობს: ‘’არსებობს მენტალური აშლილობის რამდენიმე ფარული მახასიათებელი, რაც დიდ პრობლემას ჰქმნის. პირველ რიგში, ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, ვის აქვს გამოკეთების შანსი და ვის არა. ასეთ გამონაკლის შემთხვევებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა ტრაგედია იქნებოდა, რადგან ისეთ საქმეებამდე მიგვიყვანდა, რომელთა შესახებაც ვერაფერს გავიგებთ, რადგან გარდაცვლილი ადამიანები ვერ ლაპარაკობენ. ამიტომ ვერ გვეტყოდნენ, რომ შეიძლება ნაადრევადაც კი მოკლეს. ‘’ ადამის წამოწყებულ კამპანიას ახლა მამამისი აგრძელებს: ‘’ადამს თვითმკვლელობის კი არა, თვითმკვლელობის აღკვეთის სწამდა’’.
George Iashvili
Tbilisi, Georgia · 1 year ago
გამარჯობა! მივესალმები ქართველების მიერ შექმნილ ამ ძალიან მაგარ სოციალურ ქსელს! 🤩❤️