მცხეთობა

0
მცხეთობა, ასევე ცნობილი, როგორც სვეტიცხოვლობა, ქრისტიანული დღესასწაულია, რომელიც ქრისტეს კვართის დღესასწაულის აღნიშნავს. ახალი სტილით მცხეთობა აღინიშნება 14 ოქტომბერს, ხოლო ძველი სტილით აღინიშნებოდა 1 ოქტომბერს.ითვლება, რომ სვეტიცხოველში ინახება მოსასხამი(კვართი), რომელიც ქრისტეს ეცვა წამებისას. იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. ამ ადგილას შემდეგ აშენდა სვეტიცხოვეელი, წმინდა ნინოს წყალობით. ვინაიდან თავდაპირველი შენობა განადგურდა რეგიონში მრავალი ომის დროს, ახლანდელი სვეტიცხოველი XI საუკუნის პირველ ნახევარში ააშენა არქიტექტორმა არსუკიძემ, რომელიც დაავალა მელქისედეკ I- მა, საქართველოს პირველმა კათოლიკოს-პატრიარქმა. ისტორიულად სვეტიცხოველში იმართებოდა წირვა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდა ხალხი, ჩამოჰყავდათ საკლავი და ამ დღეს კლავდნენ ან ცოცხლად უშვებდნენ, შლიდნენ ერთ დიდ სუფრას, სვეტიცხოვლის გალავნის შიგნით, სადაც მრავალი ადამიანი იყრიდა თავს. ამ ქრისტიანულ ტრადიციას ღირებულება დღესაც არ დაუკარგავს, ახლაც აღინიშნება იგი, ტრადიციულად სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც ლოცვა-კურთხევას აღავლენს , სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ილია მეორე. ამ დღეს იმართება დიდი ნათლობა, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ასევე იმართება კონცერტებისა და კულტურული წარმოდგენების სერია, რომელშიც ადამიანები ტრადიციულ კოსტიუმებს იცვამენ, ცეკვის, სიმღერისა და უგემრიელესი ქართული სამზარეულოს სიამოვნებისთვის. დღესასწაულები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება და შესანიშნავი გზაა მცხეთის ტრადიციებისა და კულტურის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად. დღეს სვეტიცხოველი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, როგორც მცხეთის ისტორიული ძეგლების კომპლექსი. ათასობით მომლოცველი და ტურისტი მას ყოველწლიურად სტუმრობს და პატივს მიაგებს მის ისტორიასა და წმინდა მნიშვნელობას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ დღეს, 14 ოქტომბერს, ქრისტიანული ეკლესია აღნიშნავს მირიან მეფის, დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც. გამოყენებული წყაროები: www.orthodoxy.ge და www.Advantour.com
0