ნიკა მელია: პაუსიხმგებლობას ვიღებ, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები იქნება

Tbilisi Daily

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩაინიშნება და ამაზე ის პასუხისმგებლობას იღებს. "მე პასუხისმგებლობას ვიღებ ყველა ჩემს მეგობართან, კოლეგასთან ერთად და ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე, რომ ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში იქნება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩატარდეს. სახელმწიფო ასეთი რეჟიმის პირობებში ფუნქციონირებას ვერ განაგრძობს. არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ერთი კაცის პარლამენტი", — განაცხადა მელიამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ. მელიას განცხადებით, ხელახალი არჩევნები არის უცვლელი მოთხოვნა და ეს არ გადაიხედება.