კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო დაავადებულთან კონტაქტია, სამი სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერაა შემოტანილი, დანარჩენი სამის შემთხვევაში წყარო ჯერჯერობით უცნობია და ეპიდკვლევა გრძელდება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა ტრადიციულ ბირიფნგზე.
ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 28 აგვისტოს მონაცემებით, 1455-ია. აქედან გამოჯანმრთელდა 1196. COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი.
27 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 295 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89
https://www.radiotavisupleba.ge/a/30806993.html
#ახალი_ამბები
#twitter