3 რჩევა თუ როგორ გავზარდოთ ჩვენი სასიცოცხლო ენერგია!

0
მაღვიძარის ხმა გაღვიძებს. იღვიძებ, რთავ მაღვიძარას. გაჭირვებით დგები საწოლიდან. იწყებ შენს დილის რუტინას, სვამ ერთ ჭიქა ყავას, შეიძლება ენერგეტიკულ სასმელს, როდესაც ხვდები, რომ კოფეინმა საკუთარი საქმე შეასრულა, უკეთესად გრძნობ თავს. ამ დროს შენ გრძნობ ძალაფულებას შენს სხეულზე და მზად ხარ, რომ დაიპყრო დღე. იმის შემედგ, რაც ლანჩიდან დაბრუნდები თავს უკვე დაღლილად გრძნობ. იღებ შაქრის გარკვეულ დოზას, რომელიც კიდევ მოგცემს ენერგიის გარკვეულ ნაწილს. სამსახურის დასრულების შემდგომ მიდიხარ სახლში სრულიად დაღლილი და გამოთიშული სამყაროს. უყურებ ტელევიზორს ან იქნებ რაიმე სერიალს და იძინებ. ეს რუტინა შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ტრიალებს. ისევ, ისევ და ისევ... დღეს ჩვენ მოგცემთ 3 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარი სასიცოცხლო ენერგიის გაზრდაში!

1. დალიე მეტი წყალი!

წყლის ნაკლებობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა ტექნოლოგიურ საუკუნეში. ადმიანებს თითქოს ავიწყდებათ წყლის დალევა. CBS - ის კვლევი მიხედვით ა.შ.შ -ში ადამიანთა 75% იტანჯება წყლის ნაკლებობის კრიტიკული ფორმით. თუ თქვენ ხართ 30 წელს ქვემოთ ასაკის და გრძნობ დაღლილობას მუდმივად, ეს პირდაპირ კავშირშია წყლის ნაკლებობასთან, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ რეგულარულად გიწევს ფიქრი და მუშაობა. ამ დროს თქვენი სხეული შრება და იფიტება და საჭიროებს წყლის მარაგის მუდმივად შევსებას. ახლა კი ყველაზე საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ. როდესაც გრძნობთ წყურვილს ჩათვალეთ, რომ ორგანიზმში გაქვთ წყლის ნაკლებობა და თქვენი სხეული იწყებს გამოშრობას, ჩვენი ენერგიის დაკარგვა სწორედ ამ დროს ხდება. წყლის გარკვეული მარაგის მიუხედავად სხეული ვერ მოახერხებს მისი რესურსი სრულად გამოყენებას სწორედ ამიტომ იწყება წვა იმ სასარგებლო ნივთიერებების, რომელიც შენ გაძლევს ენერგიას. წყლის დალევით შენ ერთიორად ზრდი შენს მეტაბოლიზმს და აკავშირებ სხეულის თითოეულ უჯრედს ერთმანეთთან. სწორედ ამ მიზეზების გამო პირველ ეტაპზე შეგიძლიათ მიიღოთ დიდი რაოდენობის წყალი, რაც დაგეხმარება პირველ რიგში არსებული რესურსის დარეგულირებაში და მეორე მხრივ გაზრდის იმის საშუალებას, რომ ახალი სასიცოცხლო ენერგია თქვენმა ორგანიზმმა დაბალანსებულად მიიღოს!

2.მედიტაცია

მედიტაცია არ გულისხმობს ერთ ადგილზე ჯდომას მთელი დღე ან საათების განმავლობაში. მეცნიერების კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ მედიტაცია გეხმარებათ თქვენი სასიცოცხლო ენერგიის დაგროვებასა, მართვასა და ახალ ეტაპზე აყვანაში. მედიტაციისთვის არსებობს ძალიან ბევრი გზა. ერთადერთი პრობლემა, რომელსაც წააწყდებით არის ის, რომ პირველ ეტაპზე გაგიჭირდებათ 20 წუთის განმავლობაში მშვიდად ჯდომა, თუმცა შეეცადეთ, რომ დაუწესოთ მიზნები საკუთარ თავს დღიდან დღემდე, წუთიდან წუთამდე. ასე თქვენ შეძლებთ საკუთარი გონება მომართოთ სიმშვიდისა და დადებითი ენერგიის მიღებისკენ, რაც როგორც მენტალური კუთხით ასევე ფიზიკური კუთხით შესანიშნავია შენთვის.

3 დღის განმავლობაში ერთხლე მაინც გამოიძინე

შესაძლოა სასაცილოდ ჟღერდეს, თუმცა ფაქტია, რომ მცირე დროით ძილის შემდეგაც კი ჩვენი გონება ახალივითაა და ბევრად უფრო მარტივად ვახდეთ ახალი ინფორმაციის ათვისებასა თუ შესწავლას. მოკლე ძილის რამდენიმე გზა არსებობს რითაც შეგიძლია იგი თქვენი დღის წესრიგის ნაწილად აქციოთ. - დაგეგმეთ თქვენი მოკლე ძილის რეჟიმი წინასწარ, რადგან შეიძლება ეს თქვენი დღის რუტინულ ნაწილადაც კი აქციოთ. გარკვეული დროის შემდგომ ორგანიზმი თავად მოგთხოვს ამ დროს იმავე ხანგრძლივობით დაძინებას რა ხანგრძლივობასაც აარჩევთ. - მოკლე ძილი, რომელიც აუცილებელია. არსებობს დღეები, როდესაც ძილი არ გვყოფნის და რამდენიმე საათში მნიშვნელოვანი შეხვედრა გვაქ მსგავს დღეებში 30 წუთიანი ძილი დაგვეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღვიდგინოთ ის ენერგია, რაც დღის განმავლობაში გვესაჭიროება! იმისათვის, რომ ამ მექანიზმა იმუშაოს ყოველდღიურ რეჟიმში საჭიროა გავიაზროთ, რომ მსგავსი ძილის სისტემა ძალიან გვეხმარება დღის განმავობაში ჩვენი აქტივობების პირნათლად შესრულებასა და ორგანული გზით ენერგიის მიღებაში. საბოლოო ჯამში თუ ამ რჩევების მიხედვით იხელმძღვანელებთ მერწმუნეთ, რომ შეძლებთ რაციონიდან ამოიღოთ შაქრისა თუ კოფეინის საშუალებით თქვენი სხეულის არაჯანსაღი ენერგიით მომარაგება. თქვენი წარმოსახვა შეუზღუდავია შეგიძლიათ მოიფიქროთ ისეთი, რამ რაც გამოსადეგი იქნება, როგორ თქვენთვის ასევე სხვებისთვის. თუ გაქვთ რჩევები, რომლებიც შეიძლება გამოადგეს სხვებსაც გაგვიზიარეთ ისინი და დაწერეთ კომენტარებში. სტატია მომზადებულია სპეციალურად FEEDC-ისთვის!
0