ნატო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის ემზადება, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„არის გაკვეთილები, რომლებიც უნდა ვისწავლოთ. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რაც უნდა გამოსწორდეს. სწორედ ამიტომ, ახლა ჩვენ ვიწყებთ ამ კრიზისიდან გრძელვადიანი გაკვეთილის გათვალისწინებას იმისთვის, რომ მომავალში შევძლოთ უფრო სწრაფი რეაგირება.
ამჟამად ჩვენ ფაქტობრივად ვმუშაობთ გეგმაზე კორონავირუსის მეორე ტალღისთვის, რათა შევძლოთ ჩვენი ძალისხმევის დაჩქარება და გაძლიერება, ისინი ცდილობდნენ, დაედანაშაულებინათ ნატო-ს მოკავშირეები კორონავირუსში. ცდილობდნენ, გაევრცელებინათ გზავნილი ნატო-ს მოკავშირეებს შორის მხარდაჭერის ნაკლებობის შესახებ და ასე შემდეგ“ განაცხადა სტოლტენბერგმა.
#კორონავირუსი #კოვიდ19 #ნატო #ჰედლაინი