Გარდაცვლილ 34-ე პაციენტს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა
Tbilisi Daily
კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი კაცი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.
კლინიკის ფინანსური ხელმძღვანელის, მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, 65 წლის კაცს რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა.
ცენტრში ის გუშინ გვიან ღამით შეიყვანეს, დღეს დილით მისი მდგომარეობა დამძიმდა. მიუხედავად რეანიმაციული ჩარევისა, პაციენტი დილის 10 საათზე გარდაიცვალა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში ქუთაისის ერთ-ერთი კლინიკიდან გადაიყვანეს.
კორონავირუსი მისი ოჯახის წევრებსაც აქვთ დადასტურებული.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 324 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 34 პაციენტი.