1 votes
comments
1 shares
Save
რა გახდა დიდ ბრიტანეთში COVID 19 -ით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზი
1072 reads
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago

ექსპერტებმა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიოში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მიზეზები განმარტეს.

ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

სამეფო სამედიცინო საზოგადოების ეპიდემიოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელის, გაბრიელ სკელის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლებას რომ ჯანმოს რეკომენდაციები გაითვალისწინება და დროულად დაეწესებინა საკარანტინო ზომები, გარდაცვალებების უმეტესობის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

მისი ზოგიერთ კოლეგა კი თვლის, რომ ბრიტანეთში დაწესებული იზოლაციის რეჟიმი ზედმეტად მსუბუქი იყო. ეპიდემიოლოგი ადელინა კომას-ჰერერა აცხადებს, რომ სხვა ქვეყნებში ხელისუფლებამ უფრო მკაცრი ზომები დააწესა და მოსახლეობას ამის აუცილებლობა უფრო გასაგებად განუმარტეს.

Sky News-ის ცნობით, ოფიციალური ლონდონის გათვლებით, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 20 ათასს არ გადააჭარბებდა, თუმაც ამ დროისთვის ეს მაჩვენებელი უკვე 40 ათასს აჭარბებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.


Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
1
Write a comment
1