რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ე.წ კანონიერი ქურდის მხარდამჭერებს?

0
ე.წ კანონიერი ქურდის მინდია ლავასოღლის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულები ცხრავე პირი მოსამართლემ დამნაშავედ სცნო. ირმა ტოგონიძემ 8 პირი 1000 ლარით დააჯარიმა, ერთს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით მინდია ლავასოღლია მხარდამჭერები გუშინ იმ დროს დააკავეს, როცა ბათუმი-სარფის ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს. მინდია გორაძის, იგივე ლავასოღლის საქართველოში ექსტრადირების მოთხვნით საპროტესტო აქცია გრძელდება. ბათუმის იუსტიციის სახლთან კარვებია გაშლილი და 17 პირი შიმშილობს. ლავასოღლის ახლობლები ორშაბათს გენერალურ პროკურორს ხვდებიან, სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა პროტესტი. ლავასოღლი ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის საქართველოში ორჯერ არის გასამართლებული. ბოლოს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღვეთა 12 წლით მიუსაჯა. გორაძე ამ დროისთვის თურქეთში საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
0