აფხაზეთში ექიმები კოვიდინფიცირებულების რაოდენობას ვეღარ უმკლავდებიან

0
აფხეზეთში ყველა სამედიცინო დაწესებულება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, ხალხი სამედიცინო პერსონალის მუშაობასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს. კორონავირუსზე ტესტირების მსურველებს ყოველდღიურად უწევთ რიგში დგომა. გამოცემა “კავკასიის ექო” ამ საკითხზე მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის შტაბის წევრს, ალხან ჯინჯოლიას ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ აფხაზეთში წვიმა და უამინდობა არ არის, რათა ხალხს რიგში დგომა გაუჭირდეს. ამასთან, მან დასძინა, რომ რიგში დგომისგან დაინფიცირების შანსიც ცოტაა, რადგან პაციენტები საკუთარი პირბადეებით მოდიან. აფხაზეთში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა სოხუმის მე-2 საავადმყოფოს კარანტინზე ყოფნას უკავშირდება. ქალაქის მე-2 საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალის დიდი ნაწილი თავადაც დაინფიცირდა, რის გამოც ამჟამად საავადმყოფოში მხოლოდ ტესტირების პუნქტი მუშაობს. სამედიცინო დაწესებულების ჯანმრთელი პერსონალი კი გუდაუთის საავადმყოფოში გადაანაწილეს. აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია რუსეთთან საზღრის გახსნის შემდეგ გაუარესდა. დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის შტაბის წევრის თქმით, ყველა ზომა, რომელიც ვირუსის შესაკავებლად გატარდა, საზღვრის გასხნის შემდეგ ფუჭი და აზრს მოკლებული აღმოჩნდა. იგი ერთადერთ იმედად რუსულ ვაქცინას ასახელებს, რომელიც ამ ეტაპზე ტესტირების მესამე ეტაპს გადის. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი #აფხაზეთი
#SokhumiDaily
0