„აპოკალიფსს ინსტაგრამის ფილტრი არ სჭირდება“ | კალიფორნია ცეცხლის ალში

0
კალიფორნია ცეცხლმა მოიცვა – ამერიკის ყველაზე მზიან შტატში 100-მდე ხანძარი ერთდროულად მძვინვარებს. ამ მომენტისთვის, ცეცხლმა 3, 4 მილიონი აკრი მოიცვა და მთლიანი ქალაქები შთანთქა. დასახლებული ტერიტორიების ყოველდღიური, სასწრაფო ევაკუაცია მიმდინარეობს და მეხანძრეები უიმედოდ ებრძვიან ბუნების ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ სტიქიას.
რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კალიფორნიის მაცხოვრებლებმა უმზეო, ნარინჯისფერი ცის ქვეშ გაიღვიძეს, სადაც იმდენად ბნელოდა, რომ ქუჩებში ღამის განათებები არ გამორთულა. ინტერნეტი კი შემზარავმა პოსტაპოკალიპტურმა ფოტოებმა მოიცვა. „აპოკალიფსს ინსტაგრამის ფილტრი არ სჭირდება“ – ვკითხულობთ სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ბინადრის კომენტარს.
#კალიფორნია
#ცეცხლისფერები
#ცეცხლი
#ცეცხლისალი #ხანძარი
Tbilisi
0