გადავადდება თუ არა გეგმური ოპერაციები?

Tbilisi Daily

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების გამო გეგმური ოპერაციები გადავადდება. ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, გეგმური ოპერაციები 4 თვით გადავადდება. მისივე განმარტებით, ეს არ ეხება სასწრაფო გადაუდებელ ოპერაციებს. #ოპერაცია #ტიკარაძე #ჯანდაცვა #tbilisidaily