ვახო ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია? - რას ამბობს ადვოკატი

Tbilisi Daily

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დაზარალებულ ვახო ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციზე თითქოს ახვლედიანმა ჩვენება შეცვალა და განაცხადა რომ მანქანიდან გადმოსული ადამიანები მას და მასთან ერთად მყოფ ახალგაზრდებს საცემად არ მისდევდნენ. მზია ქასრაშვილმა ასევე ისაუბრა პერანგზე, რომელიც დაზარალებულს საბედისწერო ღამეს ეცვა თუმცა საქმის მასალებში არ დევს. მისი ინფორმაციით, ხიდის ეპიზოდში, მაშინ როცა ახვლედიანი ბუჩქებში დაიმალა, პერანგი დაიხა და დაზარალებულმა ის საკუთარ სახლთან მდებარე ნაგვის ურნაში ჩააგდო, რათა ოჯახის წევრებს არ ენერვიულათ. დაიბარებებენ თუ არა ახვლედიანს ისევ საგამოძიებო უწყებაში ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი არ ფლობს თუმცა განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირველივე დღიდან თანამშრონლობს გამოძიებასთან და მისთვის ეს პრობლემას არ წარმოდგენს. “ახვლედიანს ჩვენება არ შეუცვლია. პირველი ჩვენება არის თხრობა მეორე ჩვენება არის კითხვა-პასუხი. ანუ ეს არის ჩვენების დაზუსტება. ყველა ჩვენებაში ამბობს, რომ მას მისდევდნენ საცემად. კითხვა აქვს გამომძიებელს დასმული თქვენს მიმართ თუ იყო ფიზიკური ზიანის მიყენების, ან ცემა ან წამება, განადგურების მუქარა - ესეთი მუქარა არ ყოფილა მაგრამ მათი ქმედებებით ყველაფერი აიხსნებოდა რომ ისინი მოგვსდრვდნენ საცემად” - განაცხადა მზია ქასრაშვილმა