ამბავი ქუთაისელ ლამაზმანზე,რომელიც პირველი სიყვარულის ერთგული დარჩა
Kutaisi Daily
არისტოკრატმა ქალიშვილმა განათლება მიიღო პეტერბურგის კეთილშობილ ქალიშვილთა ინსტიტუტში.
მე-19 საუკუნის მიწურულის ქუთაისს ლამაზი
ბანოვანები სწორედაც, რომ არ აკლდა. მაგრამ სინაზითა და თავდაჭერილობით გამორჩეული, უმშვენიერესი ბაბილინა გამოჩნდებოდა, ხალხში თუ არა, იმ წამს ატყდებოდა ჩურჩული – აბა, ჩამოდექით ბაბილინამ უნდა ჩამოიაროსო!!!
ასე შეარქვეს ქუთათურებმა ბაბილინას "ჩამოდექით".
სამშობლოში დაბრუნებული ასწავლიდა რუსულსა და უცხო ენას.
პირველი სიყვარული მარადიული აღმოჩნდა და ბაბილინამ მას ვერ უღალატა....
დავით მიქელაძეზე შეყვარებული ცხოვრების ბოლომდე არ გათხოვდა. არადა მთხოვნელები არ აკლდა. ის იმ პერიოდში ულამაზეს ქალბატონადაც კი ითვლებოდა. ქალბატონმა 80 წელი იცხოვრა და 1940 წელს გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#პიროვნება
#kutaisidaily