მოეწყობა თუ არა ცხინვალში სამხედრო საველე ჰოსპიტალი?

Gori Daily

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში, კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევების გამო, 150 ადამიანზე გათვლილი სამხედრო საველე საავადმყოფო მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. გადაწყვეტილება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 330-ს მიაღწია, აქედან გამოჯანმრთელებულია 50-მდე ადამიანი. 22 ოქტომბრის მონაცემებით, 47 პაციენტი ცხინვალის საავადმყოფოს ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 35 პაციენტი ბავშვთა საავადმყოფოში. დანარჩენები ამბულატორიულ მკურნალობას გადიან. მიმდინარე წლის აპრილიდან სამხრეთ ოსეთის PCR ლაბორატორიაში COVID-19– ზე 6 ათასზე მეტი ტესტი ჩატარდა. დე-ფაქტო რესპუბლიკაში, კორონავირუსის და სეზონური SARS -ის და გრიპის შემთხვევების გამო, ყველა საშუალო სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება ორი კვირის განმავლობაში დაკეტილი იქნება. კოვიდი დაუდასტურებელი აქვს ,,რესპუბლიკის'' მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, გენადი ბეკოევსაც. შეგახსენებთ, რომ გასულ შაბათს ცნობილი გახდა, რომ დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი კორონავირუსით დაინფიცირდა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ამავე თემაზე იხილეთ: https://feedc.com/post/9488164299259410 #საველეჰოსპიტალი #შიდაქართლი #ახალიამბები #ოკუპაცია #ცხინვალი #რუსეთი #goridaily წყარო: qartli.ge