"გზა დედამიწიდან მარსამდე მთვარეზე გაივლის"

Tbilisi Daily

"კვი­რის პა­ლიტ­რა" აგ­რძე­ლებს ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის ციკლს ევ­რო­პის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს (ESA/ESTEC/Space Expo) ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ დალი უბი­ლა­ვა-დე გრა­აფ­თან. ამ­ჯე­რად ჩვე­ნი სა­უბ­რის თე­მაა კომ­პა­ნია "სფე­ის იქსი" (SpaceX) და მის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გაშ­ვე­ბუ­ლი პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი ეკი­პა­ჟი, ის­ტო­რი­უ­ლი ფრე­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა და კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მე­ბის სი­ახ­ლე­ე­ბი. რა­ტომ არის ეს პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამე­რი­კის­თვის?! კოს­მო­სის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სია შედ­გა, რო­მე­ლიც კერ­ძო კომ­პა­ნია "სფე­ის იქსმა" გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აქამ­დე ამას აკე­თებ­დნენ მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­გო­რიც არის "ნასა" და "როს­კოს­მო­სი" და არ ყო­ფი­ლა პრე­ცე­დენ­ტი, რო­მე­ლი­მე კო­მერ­ცი­ულ კომ­პა­ნი­ას ადა­მი­ა­ნე­ბი კოს­მოს­ში გა­ემ­გზავ­რე­ბი­ნა. პირ­ვე­ლად კოს­მო­სის ის­ტო­რი­ა­ში ილონ მას­კის კო­მერ­ცი­ულ კომ­პა­ნი­ას ხვდა წი­ლად, გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნა პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სია. გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ცივი ომის პე­რი­ოდ­ში, ამე­რი­კა­სა და სსრკ-ს შო­რის კოს­მო­სის ათ­ვი­სე­ბის პროგ­რა­მებ­ში მუდ­მი­ვი შე­ჯიბ­რე­ბა იყო. ამ სფე­რო­ში საბ­ჭო­თა კავ­შირს ბევ­რი მიღ­წე­ვა ჰქონ­და, მაგ­რამ არც ამე­რი­კე­ლე­ბი ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბოდ­ნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით - მთვა­რის პროგ­რა­მე­ბით. "ნა­სას" ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი პროგ­რა­მა "სფე­ის შათ­ლი" (მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი), რო­მე­ლიც 80-იან წლებ­ში შე­იქ­მნა, 2011 წელს და­ი­ხუ­რა. ამას ორი მი­ზე­ზი ჰქონ­და. პირ­ვე­ლი - ძა­ლი­ან ძვი­რი იყო; "სფე­ის შათ­ლის" თი­თო­ე­უ­ლი გაშ­ვე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი ჯდე­ბო­და და მე­ო­რე, უფრო მთა­ვა­რი - "სფე­ის შათ­ლი" სა­თა­ნა­დოდ ვერ იცავ­და ას­ტრო­ნავ­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბას, გა­რან­ტია და­ახ­ლო­ე­ბით 30% იყო, რაც ძა­ლი­ან და­ბა­ლია."სფე­ის შათ­ლის" "კო­ლუმ­ბი­ის" ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ეს პროგ­რა­მა და­ი­ხუ­რა და 2011 წლი­დან ამე­რი­კე­ლე­ბი რუ­სე­თის კოს­მო­სურ სა­ა­გენ­ტო­ზე - "როს­კოს­მოს­ზე" გახ­დნენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. 2011 წლი­დან დღემ­დე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ას­ტრო­ნავ­ტი, ჩი­ნე­ლი ტა­ი­კო­ნავ­ტე­ბის (ასე უწო­დე­ბენ ჩი­ნე­ლე­ბი ას­ტრო­ნავ­ტებს) გარ­და, კოს­მოს­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა რუ­სე­თის მეშ­ვე­ო­ბით და რუ­სუ­ლი, 1966 წელს სერ­გეი კა­რა­ლი­ო­ვის მიერ შექ­მნი­ლი "სო­ი­უზ-კაფ­სუ­ლით", რო­მე­ლიც "სო­ი­უზ" რა­კე­ტა­ში თავ­სდე­ბა და უკა­ნაც იმა­ვე კაფ­სუ­ლით ბრუნ­დე­ბი­ან.გარ­და ამი­სა, "სო­ი­უზ" კაფ­სუ­ლით ერთი არა­რუ­სი ას­ტრო­ნავ­ტის გამ­გზავ­რე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2011 წლი­დან დღემ­დე 30 მი­ლი­ო­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 90 მი­ლი­ონ დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და და ამე­რი­კის, ევ­რო­პის, ია­პო­ნი­ის, კა­ნა­დის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი ამ თან­ხას უხ­დიდ­ნენ "როს­კოს­მოსს" მათი ას­ტრო­ნავ­ტის კოს­მო­სურ სად­გურ­ზე გამ­გზავ­რე­ბა­სა და უკან მშვი­დო­ბი­ა­ნად დაბ­რუ­ნე­ბა­ში. აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ეს უნი­კა­ლუ­რი "სო­ი­უზ" კაფ­სუ­ლა დღემ­დე ით­ვლე­ბა კოს­მო­სის პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე უსაფრ­თხო სა­შუ­ა­ლე­ბად. ცხა­დია, ამე­რი­კის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო "ნასა" ბოლო ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, გა­ნაგ­რძობ­და ინ­ტენ­სი­ურ მუ­შა­ო­ბას სა­კუ­თა­რი პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის აღ­სად­გე­ნად.ამე­რი­კი­დან ამე­რი­კუ­ლი ხო­მალ­დით ას­ტრო­ნავ­ტე­ბის კოს­მოს­ში გაშ­ვე­ბა "ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბა" იყო. დრო­ის ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სად­მი ახ­ლე­ბუ­რი მიდ­გო­მით "ნა­სამ" ამ საქ­მე­ში კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ჩარ­თვა გა­და­წყვი­ტა და ტენ­დე­რი გა­მო­ა­ცხა­და. ტენ­დერ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე კო­მერ­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, მათ შო­რის - "სფე­ის იქსი" ილონ მას­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და სწო­რედ ის გახ­და "ნა­სას" კონ­ტრაქ­ტო­რი, რაც ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ "სფე­ის იქსმა" მი­ი­ღო "ნა­სას" ლი­ცენ­ზია პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "სფე­ის იქსი" არის მე­ნე­ჯე­რუ­ლად უპ­რე­ცე­დენ­ტოდ კარ­გად აწყო­ბი­ლი ახალ­გაზ­რდა კომ­პა­ნია. მას არ გა­აჩ­ნდა ათწლე­უ­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბი­სა და კოს­მო­სურ პროგ­რა­მებ­ზე მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა 2002 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, და­არ­სე­ბის 18-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის მან­ძილ­ზე არ­ნა­ხუ­ლი სიჩ­ქა­რით შეძ­ლო კოს­მო­სუ­რი პრო­ექ­ტე­ბის­თვის სა­ჭი­რო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შე­მოკ­რე­ბა, მუ­შა­ო­ბის სტი­ლის ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის და­ნერგვა, კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მე­ბის­თვის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­კი­თხის - ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბით უძ­ვი­რე­სი პროგ­რა­მე­ბის უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ და­ბალ ფა­სად შეს­რუ­ლე­ბა და შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გე­ბის მი­ღე­ბა. 2008 წლი­დან "სფე­ის იქსი", რო­გორც "ნა­სას" კონ­ტრაქ­ტო­რი, ემ­სა­ხუ­რე­ბა მის არა­პი­ლო­ტი­რე­ბულ მი­სი­ებს და კოს­მო­სურ სად­გურ­ზე ტვირ­თი გა­და­აქვს. მისი სატ­ვირ­თო ხო­მალ­დი Dragon-ი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო არა­პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი გა­დამ­ზი­დია დე­და­მი­წი­დან კოს­მო­სურ სად­გუ­რამ­დე და მას ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­ჟი­მით უერ­თდე­ბა.ამ ცოტა ხნის წინ "სფე­ის იქ­სის" კი­დევ ერთი, ფი­ნან­სუ­რად და ტექ­ნი­კუ­რად უფრო რთუ­ლი პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა - 30 მა­ისს კე­ნე­დის კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრის ლე­გენ­და­რუ­ლი 39A პლატ­ფორ­მი­დან (სწო­რედ ამ პლატ­ფორ­მი­დან იღებ­და გეზს ამე­რი­კუ­ლი მთვა­რის მი­სი­ე­ბი) ორი ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტი - რო­ბერტ ბენ­კე­ნი და დუ­გ­ლას ჰარ­ლი "სფე­ის იქ­სის" რა­კე­ტა "ფალ­კონ 9"-ით და მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი "ქრუ დრე­გონ" კაფ­სუ­ლით და­იძ­რნენ სა­ერ­თა­შო­რი­სო კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რის­კენ და 31 მა­ისს მას წარ­მა­ტე­ბით მი­უ­ერ­თდნენ. "ქრუ დრე­გონ" კაფ­სუ­ლა, ისე­ვე, რო­გორც მისი გა­დამ­ზი­დი რა­კე­ტა "ფალ­კონ-9" კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად და დი­ზა­ი­ნით წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბია და ისი­ნი გან­კუთ­ვნი­ლია მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. "სფე­ის იქ­სის" რა­კე­ტე­ბის 80% ხე­ლახ­ლა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რაც ფი­ნან­სურ ენა­ზე კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მე­ბის შე­და­რე­ბით გა­ი­ა­ფე­ბას ნიშ­ნავს. "ქრუ დრე­გო­ნიც" ასე­ვე მრა­ვალ­ჯე­რა­დია. მისი შიდა სივ­რცე, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი, თით­ქმის სამ­ჯერ მე­ტია და, შე­სა­ბა­მი­სად, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლიც, ვიდ­რე ის­ტო­რი­უ­ლი "სო­ი­უზ" კაფ­სუ­ლა. გარ­და ამი­სა, "სფე­ის იქ­სის" პრო­ექ­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა ახა­ლი სტი­ლის, მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი, შთამ­ბეჭ­და­ვი დი­ზა­ი­ნით, რო­მე­ლიც, ცხა­დია, აკ­მა­ყო­ფი­ლებს აე­რო­დი­ნა­მი­კის პრინ­ცი­პებს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, პი­ლო­ტი­რე­ბუ­ლი მი­სი­ე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და სა­ში­ში ფაზა უკან, დე­და­მი­წა­ზე დაბ­რუ­ნე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად კი - ატ­მოს­ფე­რო­ში შე­მოს­ვლის პრო­ცე­სია. ეს ურ­თუ­ლე­სი გა­მოც­და "ქრუ დრე­გო­ნის" ას­ტრო­ნავ­ტებს ჯერ წინ აქვთ. ისი­ნი რამ­დე­ნი­მე თვე­ში ამე­რი­კუ­ლი კოს­მო­ნავ­ტი­კის­თვის ტრა­დი­ცი­უ­ლად, წყალ­ზე, ატ­ლან­ტის ოკე­ა­ნე­ზე და­ეშ­ვე­ბი­ან. -რა არის კოსმოსური სადგური? საერთაშორისო კოსმოსური სადგური უდიდესი და უძვირესი პროექტია, რაც კი აქამდე შექმნილა. მისი ბიუჯეტი დაახლოებით 200 მილიარდი დოლარია. ის დაახლოებით სტადიონისხელა კონსტრუქციაა და დაახლოებით 400 ტონას იწონის. დედამიწიდან დაახლოებით 400 კმ სიმაღლის ორბიტაზეა განთავსებული და 1998 წლიდან უწყვეტად, 28 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს დედამიწის გარშემო. კოსმოსური სადგური დღეში 16-ჯერ შემოუვლის დედამიწას. თითო შემოვლას 90 წუთს ანდომებს. აქედან ყოველი 45 წუთი დღე-ღამის მონაცვლეობაა, ამიტომ კოსმოსურ სადგურზე 24 საათის განმავლობაში 16-ჯერ თენდება და 16-ჯერ ღამდება, თუმცა მისი ბინადარი ასტრონავტები, ისევე, როგორც კოსმოსური სადგურის მართვის კონტროლის ცენტრები ჰიუსტონსა და კოროლიოვში, გრინვიჩის დროით მუშაობენ. კოსმოსურ სადგურზე მოქმედი მოდულებიდან ერთ-ერთი უმთავრესია რუსული "ზვეზდა". მასში განთავსებულია ადამიანის არსებობისთვის საჭირო მიკროინფრასტრუქტურა - სამზარეულო, საძინებლები, სპორტული ინვენტარი და ა.შ. და მთელი კოსმოსური სადგურის ორბიტის კორექციასთან დაკავშირებული სისტემები. კოსმოსური სადგური ვაკუუმში მუშაობს, თუმცა ეს აბსო­ლუტური ვაკუუმი მაინც არ არის. მასში არსებული ჰაერის მოლეკულებისა და, იმავდროულად, დედამიწის მიზიდულობის ძალის გამო სადგურის ორბიტა ქვემოთ იწევს და სწორედ ამისთვის არის საჭირო დროდადრო მისი ორბიტის კორექტირება, რაც დღემდე რუსული სეგმენტიდან ხდება. კოსმოსურ სადგურზე განლაგებული ყველა მოდული ავტონომიურია, რაც ნიშნავს, რომ ავარიული სიტუაციისას ასტრონავტებს­ შეუძლიათ მისი დანარჩენებისგან იზოლირება. დღევანდელი კოსმოსური სადგური არის არა მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის შედევრი, არამედ ადამიანის სახლი კოსმოსში. კოსმოსში საზღვრები არ არის. ასტრონავტები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი მოდულიდან მეორეში. 400-ტონიანი სადგურის გამართული მუშაობისთვის საჭიროა დიდძალი ენერგია, რასაც ის მზის ბატარეების მეშვეობით იღებს. მისი მზის პანელები ყოველ 45 წუთში­, ანუ დღის მონაკვეთის განმავლობაში იტენება და მომდევნო 45 წუთი, ანუ ღამის განმავლობაში გამოიყენება. კოსმოსური სადგურის მზის ბატარეების საერთო ფართობი დაახლოებით შვიდი კალათბურთის მოედნის ხელაა. დღის განმავლობაში ისინი მზის სხივების შესაბამისად ტრიალდება. მსოფლიო პრემიერა შედგა არ შემიძლია რამდენიმე სიტყვით არ შევეხო თავად ილონ მასკს, როგორც გამორჩეულად წარმატებულ, ნოვატორ და თანამედროვე გამოწვევების ადეკვატურად მოაზროვნე ხელმძღვანელს. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე, რა პრინციპით არჩევს ის თანამშრომლებს თავისი კომერციული კომპანიისთვის, მასკი­ პასუხობს, რომ უმთავრესი და უცვლელი კრიტერიუმი თანამშრომლების შერჩევისას ამ ადამიანების ინოვაციური ხედვაა. მომავალ თანამშრომლებთან გასაუბრებაზეც ერთადერთი და არასტანდარტული კითხვა დაისმის: "მიამბეთ თქვენი გამოცდილებიდან ერთ-ერთი ურთულესი პრობლემისა და ამ პრობლემის თქვენეული მოგვარების დეტალებზე". სირთულეების, ბარიერების, სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვა და შთამბეჭდავი შედეგები - აი, რა აინტერესებს მასკს და რა აერთიანებს მას, როგორც ხელმძღვანელს თავის თანამშრომლებთან. ხოლო კითხვაზე, რა არის მისი კომპანიების წარმატების საიდუმლო და როგორ ახერხებს ის თავის კომპანიებში დასაქმებული ადამიანების მოტივირებას ახალ-ახალი წარმატებული ნაბიჯებისთვის, მასკი პასუხობს, რომ ის ბოლოდან, ანუ მიზნიდან იწყებს. ის კონკრეტული პროექტის სასურველი შედეგისთვის საჭირო ამოცანებს სახავს და სთავაზობს თანამშრომლებს, თავ-თავიანთ სეგმენტზე წარმოადგინონ ამ კონკრეტული პრობლემის/ამოცანის გადაწყვეტის ახლებური, ოპტიმალური, ინოვაციური გზა. ყოველ ინოვაციას, ყოველ პირველ ნაბიჯს, ბუნებრივია, შეცდომებიც ახლავს, რაც მინიმუმამდე უნდა იყოს შემცირებული. შეცდომა გადამწყვეტი არ არის. თუ მასკის კომპანიის თანამშრომელში შეცდომის დაშვების შიში ჭარბობს ინოვაციურ ხედვასა თუ მის თანმხლებ რისკს, მასკისვე სიტყვებით, ასეთი ადამიანები არა - ინოვაციის, არამედ დეგრადაციის გზას ადგანან და ისინი, თანამდებობის მიუხედავად, ტოვებენ მასკის კომპანიას, ახალი იდეების ავტორები კი განუწყვეტლივ იღებენ ბონუსებს და მიმდინარეობს მათი მოტივაციის, ენთუზიაზმის უფრო დაფასება და წახალისება. ეს არის მასკის - მეოცნებე, წარმატებული, ამბიციური და ნოვატორული ნიჭით გამორჩეული ხელმძღვანელის განსაკუთრებულობა. მასკის ყველაზე დიდ ოცნებად რჩება ურთულესი და ამბიციური პროექტი - მარსზე ადამიანის გამგზავრება. ამ დიად მიზნამდე ის ნაბიჯ-ნაბიჯ, სხვადასხვა შუალედური"პროექტის განხორციელებით მიდის. კოსმოსური სადგურისთვის არაპილოტირებული და პილოტირებული მისიების პრემიერა შედგა და მისიები გაგრძელდება ამერიკელი თუ არაამერიკელი დამკვეთებისთვის. ამავე დროს, "სფეის იქსი" განაგრძობს მუშაობას სხვა პროექტებზე, როგორიც არის ახალი თაობის საკომუნიკაციო სატელიტების პროექტი "სტარლინგი", კოსმოსური ტურიზმი, ხელოვნური­ ინტელექტის განვითარება, მთვარის ათვისება და გვპირდება, რომ ორიოდე ათწლეულში ადამიანის კოსმოსში გამგზავრება ფინანსურად ხელმისაწვდომი, ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი იქნება, როგორიც დღეს საერთაშორისო ავიარეისებია, ამ შუალედური პროექტებით შემოსული თანხის დიდი ნაწილი მარსის პროექტებს მოხმარდება. მასკის "სფეის იქსის" გარდა, კოსმოსის კომერციულ პროექტებზე აქტიურად მუშაობენ სხვა მილიარდერები და მათი კომერციული კომპანიები: "ბლუ ორიჯინი", "ვირჯინ ორბითი", "ბოინგი", "სიერა ნევადა"... თუმცა მასკი და მისი "სფეის იქსი" აქაც გამოირჩევა ყველაზე ამბიციური მიზნებით, ამ მიზნებისთვის საჭირო ნოვატორული ხედვით, ტემპით და უმთავრესით - უკვე მიღწეული შთამბეჭდავი შედეგებით. "ჩემო მთვარევ" "ჩემო მთვარევ" - ასე ეწოდება ამერიკული კომერციული კომპანია "სფეის იქსის" ერთ-ერთ ამბიციურ კოსმოსურ პროექტს, თუმცა სანამ ადამიანი ხელახლა მთვარეს ესტუმრება, "სფეის იქსი" და მისი დამფუძნებელი, მილიარდერი და ნოვატორი ილონ მასკი სხვა შუალედური კოსმოსური პროექტებითა და შთამბეჭდავი შედეგებით აკვირვებენ მსოფლიოს. ილონ მასკი არის მეოცნებე, რომელიც თავის ოცნებებს ყოველთვის რეალობად აქცევს. მისი ცხოვრებისეული ოცნებაა ადამიანების მარსზე გამგზავრება. ეს ტექნიკურად ურთულესი, ამავე დროს - ძალიან ძვირი პროექტია, რომელიც მრავალჯერ აღემატება ერთი სააგენტოს ან ერთი ორგანიზაციის ბიუჯეტს, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად მასკი სხვა პროექტებს ახორციელებს, რომ შემოსული კაპიტალი მომავალში მთლიანად მარსის პროგრამებს მოახმაროს. სწორედ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას სჭირდება ისეთი პროექტები,­ როგორიცაა მაგალითად, სატვირთო ხომალდი "დრეგონი", რომელსაც დედამიწიდან ტვირთი (საკვები, წყალი, საწვავი, ჟანგბადი, სხვადასხვა აპარატურა...) გადააქვს კოსმოსურ სადგურზე, ან თუნდაც მისი ყველაზე პოპულარული რაკეტა "ფალკონ 9","რომელმაც 2008 წლიდან უკვე 84 რეისი გააკეთა კოსმოსში. მოგეხსენებათ, კოსმოსურ სადგ­ურზე გამგზავრება გაცილებით იოლია, ვიდრე - მარსზე. კოსმოსურ სადგურამდე მისვლა აფრენიდან დაახლოებით რამდენიმე საათში შეიძლება. რაც შეეხება მარსს, მისი ორმხრივი გზა თითქმის წელიწად-ნახევარს ითვალისწინებს. მთვარეს კი მარსის პროგრამებში ტრანზიტული სადგურის ფუნქცია ექნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დედამიწიდან მარსზე გამგზავრება მთვარის გავლით მოხდება. მასკის მორიგი ისტორიული კოსმოსური სიახლე იქნება მთვარის ათვისების პროექტი "ჩემო მთვარევ". იაპონელმა მილიარდერმა იუსაკუ მაეძავამ 1 მილიარდ დოლარად მთვარის მისიაზე ადგილები დაჯავშნა და რამდენიმე ხელოვანთან ერთად მთვარეზე პირველ ტურისტებად მოიაზრებიან...